მთავარი ჯანმრთელობა გაიგეთ ართრიტის 5 ადრეული სიმპტომი. თქვენ შეძლებთ აირიდოთ სახსრების დეფორმაცია.

გაიგეთ ართრიტის 5 ადრეული სიმპტომი. თქვენ შეძლებთ აირიდოთ სახსრების დეფორმაცია.

by Keti

მნიშვნელოვანია, რომ ესა თუ ის დაავადება დროულად აღმოაჩინოთ და შეანელოთ მისი პროგრესირება, კერძოდ კი, ართრიტის შემთხვევაში, სახსრების დეფორმაციის პროცესი. დიაგნოზის დასმისთანავე საჭიროა მკურნალობის დაწყება.

არსებობს მკურნალობის ნატურალური საშუალებები. ისინი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ტკივილს და შეასუსტოთ ართრიტის სხვა სიმპტომებიც.

რევმატოიდული ართრიტის 5 სიმპტომი

ტკივილი და ანთება

ტკივილი ართრიტის მთავარი სიმპტომია. ის იწყება მსუბუქი დისკომფორტით, დაავადების პროგრესირებასთან ერთად კი ტკივილი ხდება მკვეთრი და პულსირებადი. შემდეგ იზღუდება მოძრაობა.

ტკივილი უკავშირდება ანთებას და სახსრებში მიმდინარე სხვადასხვა ცვლილებასთან. ის შეიძლება იყოს მუდმივი ან წყვეტილი, ლოკალური ან მთელ სხეულზე. ასევე შესაძლოა აღმოცენდეს როგორც მოძრაობისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში. ართრიტის დროს ტკივილი სიმეტრიულია.

მოძრაობის შეზღუდვა

ეს ხდება ჩვეულებრივ გაღვიძებისას. ჩნდება თითებზე, ასევე შესაძლოა მთელ ორგანიზმზე. ტკივილი და დეფორმაცია ზღუდავს მოძრაობას, ეს ყველაფერი კი იწვევს იმას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თქვენ დამოუკიდებლად ვეღარ იფუნქციონირებთ.

დაღლილობა

ფაქტობრივად, დაღლილობას იწვევს ძილის ხარისხის დაქვეითება. ძილის დარღვევა კი, თავის მხრივ, აძლიერებს ტკივილებს. დაღლილობაც, როგორც წესი, დილის პერიოდში იწყება, შემდეგ კი შუადღემდე მცირდება. საღამოს 8 საათიდან ისევ მატულობს.

აგრეთვე იცვლება ადამიანის გუნება-განწყობა, რაც უკავშირდება ტკივილებისა და დაღლილობის გაძლიერებას.

წონის კლება

გამოკვლევების მიხედვით, რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების 13%ს წონის დეფიციტი აქვს. დაბალი წონა უკავშირდება კუნთოვანი მასის კლებას და ასევე პაციენტთა 50%ს კუნთოვანი მასის დაბალი პროცენტი აქვს.

საქმე იმაშია, რომ ანთებითი პროცესების დროს ხდება ცილების დეგრადაცია. შესაბამისად, ენერგიის ხარჯვა მატულობს და მცირდება კუნთის მასა.

ასევე წონის კლება უკავშირდება მადის დაქვეითებასაც.

სახსრების დეფორმაცია

დეფორმაცია ხშირად გვხვდება ხელებსა და ფეხებზე, მაგრამ ზოგჯერ მსხვილ სახსრებზეც ვრცელდება. პაციენტთა 10%ს, რომლებიც არ მკურნალობენ, ორ წელიწადში უვითარდებათ ხელის წვრილი სახსრების დეფორმაცია. სამწუხაროდ, ეს დეფორმაცია მუდმივია. ამიტომ მნიშვნელოვანია მკურნალობა ადრეულ სტადიაზე დაიწყოს.

დეფორმაციასთან ერთად ჩნდება კვანძები ძვლებზე. მისი შემსუბუქება შესაძლებელია მოძრაობისა და ვარჯიშის ხარჯზე. ასე რომ, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს, მკურნალობა მალევე დაიწყოთ და დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებით.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: