მთავარი ჯანმრთელობა რეაბილიტაციის ცენტრში ექიმმა ჩამჩურჩულა, თუ რატომ უნდა მეძინოს ფეხებშუა ბალიშით

რეაბილიტაციის ცენტრში ექიმმა ჩამჩურჩულა, თუ რატომ უნდა მეძინოს ფეხებშუა ბალიშით

by Keti

ადამიანი საშუალოდ ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. ამ პროცესის გაუფასურება შეუძლებელია. ამასთან ცოტა ადამიანმა თუ იცის, როგორ იძინოს სწორად.

ძილის ხარისხზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში. ნივთიერებათა ცვლის პროცესებიც ძილთანაა დაკავშირებული. კომფორტული ძილისა და ხარისხიანი დასვენებისთვის უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ დაწვეთ სწორად.

ძილის პოზების მოქმედება

ძილი ზურგზე

დიდხანს ითვლებოდა, რომ ძილისთვის ეს ყველაზე სასარგებლო პოზაა. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის და არც ეს პოზაა მთლად სწორი.

კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ძილის ამ პოზის დროს სახის კანი ნაკლებ ტრავმას განიცდის ბალიშისგან, მაგრამ არის სხვა ნიუანსებიც. როცა ზურგზე წევხართ, ტვინიდან რთულად გამოიყოფა ტოქსინები, სუნთქვა რთულდება, ადამიანი ადვილად იწყებს ხვრინვას და არც ხერხემლისთვის არის კარგი ეს პოზა.

გამოსავალი: ზურგზე ძილი გაუმჯობესდება, თუ ტანის ზედა ნაწილი უფრო მაღლა იქნება ქვედაზე

ძილი მუცელზე

ასეთ პოზაში ძილი ზურგზე ძილზე უარესია, მით უმეტეს, საზიანოა ხერხემლის, წელისა და კისრის ნაწილებისთვის. ტვინიდან ტოქსინები არ გამოიყოფა, სუნთქვა კი რთულდება.

გამოსავალი: თუ რეგულარულად გძინავთ მუცელზე, ეცადეთ ეს გააკეთოთ ბალიშის გარეშე. თქვენ გაოცებული დარჩებით, რამდენად შემცირდება დატვირთვა კისრის მიდამოში.

გვერდული წოლა

ეს არის ძილის ყველაზე სწორი პოზიცია. სუნთქვა უფრო იოლია, არ ხდება ხერხემლის დეფორმირება და ტოქსინებიც თანაბრად გამოიყოფა. ბალიში უნდა იყოს ისეთი სიმაღლის, რომ თავი და კისერი ჰორიზონტალურად მდებარეობდეს.

როგორ გავაუმჯობესოთ?

მოითავსეთ კიდევ ერთი ბალიში ფეხებს შორის. ხერხემლისთვის ეს ყველაზე მოსახერხებელი პოზაა.

ფეხებს შორის ბალიშის ჩადება სიახლე არ არის. მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ნაციისთვის (იაპონია) ყველაზე პოპულარულად ითვლება დაკიმაკურას ბალიშები. მათ აქვთ გრძელი ფორმა, რომელსაც ძილის დროს ჩაეხუტებით. ასეთ ძილს მოაქვს მეტი სარგებელი და არ აზიანებს ხერხემალს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!