მთავარი სილამაზე ეს ზეთი გაგიძლიერებთ თმის ძირებს და მოაგვარებს პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ

ეს ზეთი გაგიძლიერებთ თმის ძირებს და მოაგვარებს პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ

by Keti

ჯანმრთელი და ძლიერი თმა ყოველთვის სასურველია. დღეს ჩვენ გთავაზობთ როზმარინის ზეთით დამზადებულ შინაურ საშუალებას თავის კანის გასაჯანსაღებლად. როზმარინი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე ხმელი.

როზმარინის ზეთი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

აიღეთ პლასტიკური ან მინის კონტეინერი, ჩადეთ მასში როზმარინი და დაამატეთ ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი. აურიეთ და გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში (ან წყლის აბაზანაზე) 2 წუთის განმავლობაში. არ აადუღოთ. დააფარეთ ხუფი და დადგით მინიმუმ 3 დღე. შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გამოყენება

მინიმუმ 3 დღიანი დგომის შემდეგ წაისვით თითებზე როზმარინის ზეთი, დაიდეთ ის მშრალ თმაზე და დაიწყეთ თავის კანის მასაჟი. თმის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თქვენ თავის კანს უნდა მიხედოთ.

თავის ჯანსაღი კანი საშუალებას მისცემს ჯანსაღი თმის გაზრდას

მასაჟი უმჯობესია გაიკეთოთ წრიული მოძრაობებით. ჩაატარეთ პროცესი ენერგიულად, რათა გამოაცოცხლოთ თმის ფოლიკულები. ეცადეთ დაფაროთ მთელი თავი. მასაჟის დროს მოხდება როზმარინის ზეთის შეწოვა თავის კანში.

შემდეგ შეგიძლიათ დაიძინოთ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მთელ ღამეს ატარებთ ზეთიანი თავით, გაღვიძებისას კი თმას იბანთ.

შეგიძლიათ ზეთი შეუზღუდავი ხანგრლივობით გამოიყენოთ, თუნდაც ყოველ ღამე. შედეგი იქნება სწრაფი და თქვენი თმა ჯანსაღი გაიზრდება!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: