მთავარი ჯანმრთელობა იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ მოშვებული სხეული შეასრულეთ ვარჯიში “შებრუნებული პლანკა”

იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ მოშვებული სხეული შეასრულეთ ვარჯიში “შებრუნებული პლანკა”

by Keti

საზაფხულოდ სხეულის ფორმაში მოყვანა ჯერ კიდევ არ არის გვიან. არსებობს ისეთი ვარჯიში, რომელიც წარმატებით შეესაბამება ამ მიზანს. ეს არის ე. წ. ,,შებრუნებული პლანკა”, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით.

ეს ვარჯიში აღსანიშნავია იმით, რომ მთელ სხეულს ამაგრებს დამატებითი ინვენტარის გარეშე, არ საჭიროებს სატრენაჟორო დარბაზს და დიდ დროს. მთავარია შეასრულოთ რეგულარულად.

შებრუნებული პლანკა

შესრულების ტექნიკა

  1. დაჯექი იატაკზე, გაასწორე ფეხები.
  2. ხელისგულები დაალაგე იატაკზე, დუნდულების უკან. თითები უნდა გქონდეს წინ. თითები დააშორე მაქსიმალურად დაყრდნობის მიზნით.
  3. ამოისუნთქე და ამ პერიოდში დაეყრდენი ხელისგულებს, სხეული კი გადახარე უკან და საჯდომი მოაცილე იატაკს. ტერფები, დუნდულები და კორპუსი ერთ ხაზზე უნდა იმყოფებოდეს.
  4. დაჭიმე მუცლის კუნთები და შესწიე ისინი, სანამ სხეული მაღლა მოძრაობს.
  5. ამ მდგომარეობაში დაყოვნდი 60 წამი (ახალბედებისთვის საკმარისია 20 წამი).
  6. ნელ-ნელა დაუშვი კორპუსი. გაიმეორე ვარჯიში 3-10ჯერ.

 

გამოცდილ მოვარჯიშეებს შეუძლიათ გაართულონ. ამისთვის პლანკას მდგომარეობაში ყოფნისას საჭიროა მუხლებში მოხრილი ფეხების მორიგეობითი მიზიდვა მკერდისკენ.

ვარჯიშის ეფექტი

1. დაჭიმული ფეხები და დუნდულები.

2. ზურგის ტკივილისგან გათავისუფლება.

3. ბრტყელი მუცელი

4. ტანადობის გაუმჯობესება.

თუ ვარჯიშს გააკეთებთ კვირაში თუნდაც 3-4ჯერ, ჩამოგიყალიბდებათ ახალი მოძრაობითი სტერეოტიპი: სწორი დგომა და ჯდომა თქვენთვის გახდება ნორმა, გახდებით უფრო თავდაჯერებული და მომხიბლავი.

რჩევა:

ვარჯიშმა არ უნდა მოგაყენოთ ტკივილის შეგრძნებები. კისერი ხერხემლის სწორი გაგრძელება უნდა იყოს.

უკუჩვენება

ხერხემლის ტრავმები, სახსრებისა და მყესების პრობლემები.

ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ოფისში მომუშავეთათვის და სხვა მჯდომარე საქმიანობების შემთხვევაში!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: