მთავარი სილამაზე აი, როგორ უნდა მოამზადოთ ანტიასაკობრივი ეფექტის მქონე პილინგი სახლის პირობებში

აი, როგორ უნდა მოამზადოთ ანტიასაკობრივი ეფექტის მქონე პილინგი სახლის პირობებში

by Keti

ყვითელი პილინგი სილამაზის სალონების საკმაოდ პოპულარული პროცედურაა. ასე მას ფერის გამო უწოდებენ. კოსმეტოლოგების ენაზე კი პროცესს ჰქვია რეტინოლის პილინგი. პროცედურას აქვს როგორც სამკურნალო, ისე ესტეთიური ეფექტი სახისთვის. ყვითელი პილინგის პროცედურებში გამოყენებული პრეპარატები შეიცავს რეტინოლის მჟავას. ეს არის A ვიტამინის ნაერთი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. ამ დროს ხდება დერმის უჯრედების განახლება.

ჩვენ დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ჩაიტაროთ ყვითელი პილინგის პროცედურები სახლის პირობებში.

ყვითელი პილინგი სახლის პირობებში

ეს საკმაოდ მარტივად ჩასატარებელი პროცედურაა, ეფექტი კი – დაუჯერებელი: წვრილი ნაოჭები ქრება, სახის ოვალი კი სწორდება. პიგმენტური ლაქები უფერულდება, სახის კანი კი ახალგაზრდა ხდება.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კვერცხის გული
  • ერთი ჩ. კ. მშრალი ჟელატინი
  • ნახევარი ჩ. კ. ფქვილი
  • ნახევარი ჩ. კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • წყალი

ნიღბის რეცეპტის მომზადება

  1. ჟელატინს დაასხით 4 ჩ. კ. მდუღარე წყალი და აურიეთ. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე, თან ურიეთ.
  2. ჟელატინს დაამატეთ ძმარი, ფქვილი, კვერცხის გული, ერთი ჩ. კ. ცივი წყალი და აურიეთ.
  3. ნარევი შედგით მაცივარში 20 წუთით.

ნიღბის გამოყენება

წაისვით ყვითელი ნიღაბი სახესა და ყელზე თხელ ფენად, დაიტოვეთ 10-15 წუთით. თუ პროცედურას პირველად ატარებთ, პილინგი გაიჩერეთ 7 წუთით, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. შეიზილეთ კანზე ტონიკი ან ლოსიონი, ცოტა ხანს დააყოვნეთ და შემდეგ კანი კრემით დაიტენიანეთ.

სახის ანტიასაკობრივი პილინგის გამოყენება რეკომენდებულია არაუხშირეს კვირაში ერთხელ ან ორჯერ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგს უკვე დაინახავთ. ნიღბის წასმისა და ჩამობანვის შემდეგ გირჩევთ არ გახვიდეთ მზეზე, არ გამოიყენოთ სკრაბები და დეკორატიული კოსმეტიკა.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: