მთავარი კულინარია აი, როგორ მიიღოთ ლიმონის კანისგან ღირებული პროდუქტი

აი, როგორ მიიღოთ ლიმონის კანისგან ღირებული პროდუქტი

by Keti

ლიმონის ცედრა სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით. ეს არის ნატურალური იმუნური სტიმულატორი და ანტიოქსიდანტი. ლიმონის ცედრას გახმობით შეგიძლიათ მიიღოთ ფხვნილი, რომელსაც ყველგან გამოიყენებთ – კულინარიაში, კოსმეტოლოგიასა და ყოფა-ცხოვრებაში. ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ლიმონის ფხვნილი და შემდეგ როგორ გამოიყენოთ ის.

ცედრა შესანახადაც საკმაოდ იოლია, საკმარისია მხოლოდ ქილაში შენახვა. ის შეიცვლელი გახდება თქვენი სახლისთვის.

ლიმონის ცედრას ფხვნილის მომზადება

გარეცხეთ ლიმონი და გააშრეთ, შემდეგ გაფცქვენით. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე ერთ ფენად და შედგით ღუმელში 50 გრადუსზე 5-6 საათით. თუ ღუმელს კონვექციის ფუნქცია აქვს, ჩაურთეთ ის. გარდა ამისა, ცედრა შეგიძლიათ მზეზეც გამოაშროთ – უბრალოდ დაალაგეთ ისინი ფოლგაზე და დააფარეთ მარლა.

ამის შემდეგ ქერქი დაფქვით ყავის საფქვავში. გაადარეთ ბადეზე, გაცერით და კვლავ დაფქვით. უმჯობესია მინის ქილაში შენახვა.

ლიმონის ცედრას გამოყენება

ამ პროდუქტის გამოყენება ყველგან შეგიძლიათ. დაამატეთ ის სასმელებში, საკვებში, სახის ნიღბებსა და გამწმენდ საშუალებებში. შეგიძლიათ ჩაყაროთ სალათებში, მოსასხმელი საშუალების სახით: შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი და ცოტა ლიმონის ფხვნილი.

გარდა ამისა, ლიმონის ფხვნილი შეგიძლიათ უბრალოდ მოაყაროთ სალათებს ზემოდან.

ასევე მას ურევენ მარილს, პილპილს და ხმელ ბალახებს. ძალიან უხდება ხორცისა და თევზის კერძებს. ხოლო ბოსტნეულთან ერთობლიობაში დაუჯერებლად გემრიელია. უბრალოდ გამოაცხეთ ბოსტნეული და მოაყარეთ მას ზემოდან მცირე რაოდენობის ლიმონის ფხვნილი, ძალიან გემრიელი გამოდის.

ფხვნილი წარმატებით გამოიყენება საკონდიტრო საქმეში, ფუნთუშის, ორცხობილისა და ნამცხვრის ცომებში. აგრეთვე პუდინგებსა და მინანქრებში.

თუ რეცეპტში შეგხვდათ ლიმონის ცედრა, რეცეპტის ყოველ სუფრის კოვზზე გამოიყენეთ ერთი ჩ. კ. ლიმონის ფხვნილი.

გთავაზობთ მარტივი კერძის შესანიშნავ რეცეპტს. დაჭერით შავი პური და მოასხით მას ზეითუნის ზეთი. ზემოდან დაადეთ ავოკადოს ნაჭრები და მოაყარეთ ლიმონის ფხვნილი. უგემრიელესი გამოდის!

ფხვნილის გამოყენება შეგიძლიათ სასმელებშიც, ჩაიში, წყალში, კოქტეილებსა და სმუზებში. რაც შეეხება მის გამოყენებას კოსმეტოლოგიაში, ლიმონის ფხვნილისგან გამოდის შესანიშნავი სკრაბი, ხოლო თუ დაუმატებთ დაფქულ ყავას, ეფექტი და არომატი გაცილებით გაიზრდება.

თქვენ მარტივად შეძლებთ მთელი ქილა ლიმონის ფხვნილის მომზადებას. ამავე სახით კი, შეგიძლიათ მოამზადოთ ფორთოხლის, გრეიფრუტის ან ლაიმას ცედრების ფხვნილი. თქვენ თუ გიყვართ ციტრუსი? რა საინტერესო პროდუქტებს იყენებთ კერძებში? რით ანიჭებთ მათ პიკანტურ გემოებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ მოგეწონათ სტატია აჩვენეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: