მთავარი რჩევები ეს წესი დაგეხმარებათ, რომ ფეხსაცმელი სარეცხის მანქანიდან ახალივით გამოიღოთ

ეს წესი დაგეხმარებათ, რომ ფეხსაცმელი სარეცხის მანქანიდან ახალივით გამოიღოთ

by Keti

თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია სარეცხის მანქანის გარეშე. თანამედროვე მოდელები საოცრებებს სჩადის, თუმცა ზოგიერთი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ზოგი ნივთის მანქანაში გარეცხვის საკითხს. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი ძველ ნივთებზე და ახლა მოგიყვებით, როგორ გარეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხის მანქანაში.

თუმცა ამ საქმეს ცოდნა სჭირდება, რადგან მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა საყვარელი ფეხსაცმელი გააფუჭოს. სწორი მიდგომა კარგად გაგარეცხინებთ ფეხსაცმელს.

როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი

დაიმახსოვრეთ ორი წესი:

  1. ფეხსაცმელი, რომელსაც ქსოვილის ზედა ნაწილი აქვს (მაგალითად ,,ბალეტკები”), რეცხვას იოლად ექვემდებარება.
  2. რაც შეეხება ტყავის ფეხსაცმელს, მით უფრო ბეწვით, ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები, პირველ რიგში წყლის დაბარბილებელი.

ფეხსაცმლის მომზადება გასარეცხად

გარეცხვამდე კარგად დაათვალიერეთ ფეხსაცმელი და ნახეთ, აქვთ თუ არა მას დაზიანება. თუ აღმოაჩენთ რაიმე დეფექტს, სჯობს არ გარეცხოთ.

თუ ყველაფერი რიგზეა, გადადით სხვა პროცედურაზე.

  • ფეხსაცმლის ძირები გაწმინდეთ ტალახისა და ქვებისგან.

  • დარწმუნდით, რომ ყველა შესაკრავი დახურულია.
  • გამოაცალეთ ფეხსაცმელს ზონრები და გარეცხეთ ცალკე.

რეცხვის რეჟიმი

გარეცხეთ ყოველი წყვილი ცალკე. ბევრმა ფეხსაცმელმა შესაძლოა მანქანა დააზიანოს. გამორთეთ გაწურვის რეჟიმი, ძლიერმა ვიბრაციამ და მძიმე ფეხსაცმელმა შესაძლოა გამოიწვიოს მინის გაბზარვა ან მანქანის დოლურად დეფორმირება.

ტექნიკის ახალ მოდელებში არის რეჟიმი ,,ფეხსაცმელი”. თუ თქვენს მანქანას ეს არ აქვს, გამოიყენეთ რეჟიმი ,,დელიკატური რეცხვა”. ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმუმ 30 გრადუსი. მეტი საიმედოობისთვის ფეხსაცმელი მოათავსეთ სპეციალურ ტომარაში ან ძველ ბალიშის პირში.

ფეხსაცმლის გაშრობა

არასდროს გააშროთ ტყავის ფეხსაცმელი მანქანაში, ცხელ ბატარეაზე ან გამათბობელზე, რადგან მაღალი ტემპერატურა ახდენს ფეხსაცმლის დეფორმირებას. სჯობს, ისინი გააშროთ ღია აივანზე, ზამთარში კი კარგად განიავებად ოთახში.

როგორც ხედავთ, წესების დაცვის შემთხვევაში, მანქანაში ფეხსაცმლის რეცხვა პრობლემა არ იქნება. კედები თუ ტყავის ფეხსაცმელი კვლავ დაიბრუნებს სიახლეს.

თქვენ როგორ რეცხავთ ფეხსაცმელს? მოგვიყევით კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: