მთავარი რჩევები როგორ მოვაშოროთ სახლიდან შინაური ცხოველების რწყილები და ტკიპები ნატრიუმის ბიკარბონატის დახმარებით

როგორ მოვაშოროთ სახლიდან შინაური ცხოველების რწყილები და ტკიპები ნატრიუმის ბიკარბონატის დახმარებით

by Keti

მათთვის, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, ნაცნობია რწყილებისა და ტკიპების პრობლემა, მით უმეტეს, თუ ცხოველი გარეთაც გადის ხოლმე. ჩვენ დღეს დაგეხმარებით ამ არსებების მოშორებაში და ამას მხოლოდ სოდის საშუალებით გავაკეთებთ.

პირველ რიგში ამ მეთოდით უნდა დაამუშაოთ ხალიჩები, თეთრეული და ავეჯი, რათა მწერებმა გაქცევა ვერ შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ბრძოლას აზრი დაეკარგება, რადგან ტკიპები და რწყილები საყოფაცხოვრებო ნივთებზე განაგრძობენ არსებობას.

მაშ ასე, იყიდეთ სოდა და მარილი. უმჯობესია ბევრი იყოდოთ, მით უმეტეს, თუ მთელი სახლის გაწმენდას აპირებთ. წმენდის პროცესში გირჩევთ შინაური ცხოველები დროებით გარეთ გაიყვანოთ. მარილმა და სოდამ შესაძლოა ცხოველს კანი გაუღიზიანოს, მით უფრო, თუ მათ ჭრილობები აქვთ.

შეურიეთ მარილი და სოდა, ჩაასხით ნარევი რაიმე ძველ ბოთლში. შეგიძლიათ ხალიჩებზე პირდაპირ დაყაროთ ეს საშუალებები. მწერების დასახოცად, სჯობს, სოდა და მარილი ხალიჩის მთელ სიგრძეზე მოხვდეს.

ახლა შეგიძლიათ აიღოთ ჯაგრისი ან ცოცხი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნარევი თანაბრად გადანაწილდა მთელ ტერიტორიაზე. დატოვეთ მარილი და სოდა ხალიჩაზე მთელი ღამით.

მეორე დღეს ნელა მოწმინდეთ ხალიჩა მტვერსასრუტით. ამით მოაშორებთ მკვდარ და მომაკვდავ მწერებს. გაიმეორეთ პროცედურა 3-4 დღის მერეც, რათა ტკიპებისა და რწყილების კვერცხებიც აილაგმოს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!