მთავარი რჩევები წყლიან ვედროს ჩაამატეთ 5 წვეთი და გაწმინდეთ იატაკი ჩვეული მეთოდით. თქვენთვის ეს შეუცვლელი გახდება.

წყლიან ვედროს ჩაამატეთ 5 წვეთი და გაწმინდეთ იატაკი ჩვეული მეთოდით. თქვენთვის ეს შეუცვლელი გახდება.

by Keti

არსებობს უამრავი საოჯახო საწმენდი ქიმიური საშუალება, რომლებიც ხშირად საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა აღმოჩნდა, რომ სისუფთავის იმავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი საშუალებებითაც. ერთ-ერთი ასეთი არის გლიცერინი. მისი გამოყენება შესაძლებელია იატაკის, ფანჯრების და ტანსაცმლის გასაწმენდადაც კი. სცადეთ და შედეგი გაგაოცებთ.

ჩვენ გთავაზობთ დასუფთავების პრობლემის გადაწყვეტის მარტივ გზებს გლიცერინის გამოყენებით.

იატაკის წმენდა

წყლიან ვედროს ჩაამატეთ ცოტა გლიცერინი და გაწმინდეთ იატაკი ჩვეული მეთოდით. თქვენთვის ეს მეთოდი შეუცვლელი გახდება.

არანაირი მტვერი

თუ გლიცერინის ხსნარით გავწმენდთ სხვადასხვა ზედაპირს, მასზე მტვერი ნაკლებად დაილექება. ამ შემთვევაშიც შეურიეთ გლიცერინი წყალს, ჩაასველეთ მასში ჩვეულებრივი ჩვარი, გაწურეთ და გაწმინდეთ ნივთები სველი წესით.

ლაქების ამოყვანა

ზაფხულის პერიოდში ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანა აქტუალური საკითხია. პრობლემურ ადგილს წაუსვით გლიცერინი და დატოვეთ საათნახევარი. შემდეგ გაავლეთ წყალში, რომელშიც წინასწარ გახსნით მარილს.

ჩაის, ყავის ან შოკოლადის ლაქის ამოსაყვანად მარილი შეურიეთ გლიცერინს. ხოლო ცხიმოვანი ლაქების მოსაშორებლად დაიტანეთ სუფთა გლიცერინი პრობლემურ ადგილზე. ნახევარი საათის შემდეგ ლაქა გაწმინდეთ მარლით.

ყვავილებისთვის

თუ გსურთ დიდხანს გაძლოს მოჭრილმა ყვავილმა, საყვავილეში წყალს ჩაამატეთ ცოტა გლიცერინი – ნახევარ ლ წყალზე ერთი ს. კ. საშუალება.

ტყავის ავეჯისთვის

ტყავის ავეჯზე ნაკაწრების მოსაშორებლად ბამბის ქსოვილი ჩაასველეთ გლიცერინში და კარგად წაუსვით ზედაპირს. ეს პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.

რბილი თეთრეული

როცა თეთრეულს გამოიღებთ სარეცხის მანქანიდან, ისინი ჩაალბეთ გლიცერინის ხსნარში – 3 ლ წყალზე ერთი ჩ. კ. გლიცერინი. ნივთები დატოვეთ ნახევარი საათით და შემდეგ გადაიტანეთ ნიშადურის წყალხსნარში – ერთ ლ წყალზე ერთი ჩ. კ. ნიშადურის სპირტი. შემდეგ გაავლეთ სარეცხი.

სუფთა ფანჯრები

ფანჯრებზე მტვრის მოსაშორებლად გლიცერინი და ეთილის სპირტი შეურიეთ თანაფარდობით 1:10. ამ საშუალებით გაწმენდილი ფანჯრები შესანიშნავად გამოიყურება.

მცენარეების კვება

გლიცერინი შეუცვლელი დამხმარეა ოთახის მცენარეებისთვისაც. 10 ლ წყალში შეურიეთ 100 მლ გლიცერინი და მორწყით მცენარეები დღეგამოშვებით. ფოთლების გასაწმენდად ერთ ლ წყალს ჩაამატეთ 100 მლ გლიცერინი.

ახლა თქვენ უკვე იცით როგორ გამოიყენოთ გლიცერინი დალაგებისას. აღმოჩნდა, რომ იგი მხოლოდ მრეწველობასა და კოსმეტოლოგიაში არ გამოიყენება. თქვენ თუ იცით გლიცერინის გამოყენების სხვა ასპექტები? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: