მთავარი რჩევები აი, რატომ უნდა გავრეცხოთ ლოგინის თეთრეული კვირაში ორჯერ

აი, რატომ უნდა გავრეცხოთ ლოგინის თეთრეული კვირაში ორჯერ

by Keti

სუფთა თეთრეულის სუნი ხელს უწყობს მოდუნებასა და ჯანსაღ ძილს. ლოგინის თეთრეულის რეგულარული გამოცვლა ხელს უწყობს დილიდანვე გამოძინებულობისა და სიმხნევის შეგრძნებას. რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ ლოგინის თეთრეული?

ლოგინის თეთრეულის რეცხვა

ლოგინის ხშირ ცვლაზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: ეს დამოკიდებულია ოჯახში მცხოვრები ადამიანების რაოდენობაზე, ასევე ბავშვების ან ცხოველების არსებობაზე.

ლოგინის თეთრეული ყოველთვის მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს: 60 გრადუსი და მეტი. რა თქმა უნდა, თეთრეული უნდა დახარისხდეს ქსოვილის ტიპისა და ფერის მიხედვით. კონდიციონერით რეცხვის შემდეგ თთრეული ხდება რბილი და სასიამოვნო სურნელის. თეთრეული უნდა გაშრეს განიავებულ სათავსოში ან უმჯობესია სუფთა ჰაერზე.

ლოგინის თეთრეულზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუ ამას არ ვიზამთ, შესაძლოა მოხდეს ბაქტერიების გამრავლება და სხვადასხვა დაავადების განვითარება. სასურველია ლოგინის თეთრეული გამოვცვალოთ მაქსიმუმ კვირაში ერთხელ.

ადამიანი წელიწადში საშუალოდ 100 ლ ოფლს გამოყოფს ლოგინში წოლისას. მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ოფლი სოკოს წარმოქმნისთვის იდეალურ გარემოდ გარდაიქმნება, ამიტომ ზაფხულში უმჯობესია, რომ თეთრეული კვირაში ორჯერ გამოცვალოთ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სინთეტიკური და ბუმბულის ბალიშები შესაძლოა შეიცავდეს სოკოს 17 სახეობას. გარდა ამისა, ზოგი ადამიანი ლოგინს იყოფს შინაურ ცხოველთან. მათ შემოაქვთ მცენარეების მტვერი, ნიადაგის ნაწილები და სხვა. ყველა ეს ჭუჭყი შეიძლება ერთ კვირაში დიდი რაოდენობით დაგროვდეს.

ასეთი რაოდენობით გამაღიზიანებლების დაგროვების შედეგად ხშირად ვითარდება სურდო და ალერგიული ცემინება. 1-2 კვირაში შესაძლოა ლოგინზე იმდენი მტვერი დაგროვდეს, რომ სუნთქვა გაგვიძნელდეს.

შეუიარაღებელი თვალით რთულია თეთრეულის დაგროვილი ჭუჭყის შემჩნევა, თუმცა ის არსებობს, თანაც ერთ კვირაზე ნაკლებ დროშიც გროვდება. ამიტომ ასეთ პირობებში ძილი არ ღირს. თქვენ როგორ მიგაჩიათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებებიც!