მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ხაჭოსა და ლავაშისგან

როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ხაჭოსა და ლავაშისგან

by Keti

ლავაშის ნამცხვარი ხაჭოთი – ეს არის გემოს სარგებლობისა და მომზადების სიმარტივის იდეალური ნაზავი. ამასთან ვიზუალურადაც ლამაზია და ნებისმიერი სუფრის მოსართავად გამოდგება. ამ ნამცხვარში დიდი რაოდენობით შიგთავსია, ხოლო არაჟნის მოსასხმელი მას საკმაოდ არბილებს და აგემრიელებს. მეტად დატკბობის მიზნით შეგიძლიათ ზემოდან შაქრის პუდრა მოაყაროთ.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ლავაში
  • ნახევარი კგ ხაჭო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 250 მლ არაჟანი
  • 200 გ ალუბალი
  • 2 ს. კ. მანის ბურღული
  • 3 ს. კ. შაქარი
  • 10 გ ვანილის შაქარი

მომზადება

1. ათქვიფეთ 2 კვერცხი, შაქრის ნახევარი და 5 გ ვანილის შაქარი. არ შეწყვიოთ თქვეფა და ისე დაამატეთ მანი, შემდეგ კი ხაჭო.

2. ცალკე ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი. დაამატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა.

3. გაშალეთ 2 ლავაში, წაუსვით მათ ხაჭოს ნარევი, გადაანაწილეთ თანაბრად, მოაყარეთ კენკრა და გადაახვიეთ ლავაში რულეტისებურად. შემდეგ რულეტი მოახვიეთ ლოკოკინასავით და დადეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე.

4. ზემოდან ნამცხვარს მოასხით არაჟნის ნარევი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით.

ამ ნამცხვრის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კენკრა. დაჭრილი დესერტი უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურება. მისი მირთმევა შეგიძლიათ შედედებულ რძესთან, არაჟანთან ან მურაბასთან ერთად.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!