ჩვენ ხშირად დაგვიწერია ცივი შხაპის სიკეთეების შესახებ, გვიხსენებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი ენერგიით დამუხტვის საკითხში. მაგრამ ამის გარდა მას გავლენა აქვს ჩვენს სილამაზეზეც. ცივი ან გრილი შხაპი ერთ-ერთი გამორჩეული ხრიკია გარეგნობაზე ზრუნვისას, რაც კანზე დადებითად მოქმედებს.
გთავაზობთ ცივი შხაპის ყოველდღიური მიღების 5 უპირატესობას. ის განაახლებს თქვენს კანს და გახდის მას უფრო ნაზს.
1. კანი ხდება უფრო პრიალა
ცივი შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სახეს კი ანიჭებს უფრო კაშკაშა შესახედაობას. კარგი ამბავი ის არის, რომ არ მოგიწევთ ცივ წყალთან დიდხანს დგომა, საკმარისია შხაპის მცირე ხნით მიღება. ცივი ან ნელ-თბილი წყლით დაბანა ეფექტურად ატენიანებს კანს.
2. ხელს უშლის კანის დაბერებას.
ცივი შხაპი კანს დიდხანს შეუნარჩუნებს ახალგაზრდობას, ვინაიდან ცივი წყალი ააქტიურებს ნერვულ სისტემას და სხეული გამოყოფს შესაბამის ჰორმონებსა და იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვის სტრესს. კვლევების თანახმად, ფსიქოლოგიური სტრესი პირდაპირ მოქმედებს კანის დაბერებაზე და ნეგატიურად აისახება სხეულის ბევრ სისტემაზე.
3. ებრძვის კანის სტრესულ გამოვლინებებს
ცივი შხაპი ტვინს დიდი რაოდენობით ელექტრულ იმპულსებს უგზავნის, რაც ასტიმულირებს ,,ბედნიერების ჰორმონის” – ენდორფინის გამომუშავებას. როცა ეს ქიმიური ნივთიერებები სხეულში გამოიყოფა, სტრესის დონე იწევს და შესაბამისად მისი გამოვლინებებიც – აკნრ, ფსორიაზი, დერმატიტი…
4. ავიწროებს ფორებს
ცხელი წყალი დევნის იმ დამცავ ცხიმებს, რომლებსაც ჩვენი კანი გამოყოფს, ცივი კი დროებით ზომაში შეამცირებს თქვენს ფორებს. ეს კანს მიანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას და სიკაშკაშეს. სისხლძარღვებისთვის ცივი შხაპი კომპრესივით მოქმედებს, სახე კი ნაკლებად წითელი ან შეშუპებულია.
5. ამცირებს კანის პრობლემებით გამოწვეულ დისკომფორტს
ცხელი წყალი ხშირად კანზე ანთებითი პროცესების მაპროვოცირებელია, იწვევს სიწითლეს, ქავილს და აქერცვლასაც კი. ცივი შხაპი ამის საპირისპიროს აკეთებს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კანი მარტივად უღიზიანდებათ, ცივი შხაპი ნამდვილი მშველელი იქნება, ის შეამცირებს კანის მგრძნობიარობას გარემოს მიმართ. კვლევის თანახმად, ცივი წყლით კანის გაგრილება აგრეთვე ამცირებს ისეთი ქავილის ინტენსივობას, რასაც იწვევს ფსორიაზი.
თქვენ რა ტემპერატურის წყლით იბანთ? შეგიმჩნევიათ წყლის მოქმედება კანზე? მოგვიყევით კომენტარებში!
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!