მთავარი კულინარია “ჩიტის რძე” ნაღებით

“ჩიტის რძე” ნაღებით

by Keti

ტორტი ,,ჩიტის რძე” საკონდიტრო საქმის კლასიკაა. ის ჯერ კიდევ 70იანი წლებიდან არის ცნობილი. თავიდან დესერტი მზადდებოდა ნაზი ცომისგან, სუფლესა და შოკოლადის მინანქრისგან. მას შემდეგ, კლასიკურმა რეცეპტმა სახე იცვალა.

დღეს კი ჩვენ გთავაზობთ ,,ჩიტის რძის” მომზადების მეთოდს ნაღების დახმარებით. ასეთი ნამცხვარი უფრო ნაზი და ჰაეროვანია, თან მზადდება სწრაფად და მარტივად, გაგახსენებთ ბავშვობის ნაცნობ გემოს.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 200 გ ფქვილი
  • 2 ს. კ. კაკაო
  • ერთი ს. კ. გამაფხვიერებელი
  • 50 მლ რძე
  • 300 მლ ნაღები
  • 200 გ შავი შოკოლადი

მომზადება

1. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი კარგად. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ჩაამატეთ ის კვერცხიან მასაში. კვლავ კარგად აურიეთ.

2. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი და ბისკვიტის ცომი თანაბრად გადაანაწილეთ მასზე. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

3. ათქვიფეთ ნაღები ჰაეროვანი მასის მიღებამდე. მზა ბისკვიტზე გააკეთეთ ნაჩხვლეტები კბილის ჩხირით და დაასხით მასზე რძე. გადაანაწილეთ თანაბრად. ზემოდან დაადეთ ათქვეფილი ნაღები და შედგით მაცივარში ერთი საათით.

4. შოკოლადი გაადნეთ და მორწყით დესერტი ზემოდან. კვლავ შედგით მაცივარში.

ჩიტის რძის მორთვა შეგიძლიათ ნებისმიერი კენკრით, განსაკუთრებით უხდება მარწყვი, ჟოლო და მოცხარი. დესერტი დაჭერით საპორციო ნაჭრებად და მორთეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა, კაკაო ან გახეხილი შოკოლადი. მიირთვით ჩაისთან ერთად!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: