მთავარი ჯანმრთელობა აი, რატომ უნდა ვასწავლოთ დედებს სანთლის პოზის შესრულება

აი, რატომ უნდა ვასწავლოთ დედებს სანთლის პოზის შესრულება

by Keti

ადამიანები ხშირად უარს ამბობენ სახლში ვარჯიშზე, ამის არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ ბევრნაირ ვარჯიშს ვერ ასრულებენ, ხოლო 2 ან 3 სახეობის ვარჯიშით – შედეგი არ ექნებათ. ეს არასწორი მიდგომის მაგალითია. ერთ ვარჯიშსაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შეგრძნებები. მაგალითად, ასეთი ვარჯიში – წევხართ ზურგზე, ფეხები კი გაქვთ გაჭიმული და მიყუდებული კედელზე. ასეთი პოზა დადებით გავლენას ახდენს მთელ თქვენ ორგანიზმზე.

ვარჯიშის არსი

იოგამ გვასწავლა მრავალი შესანიშნავი ვარჯიში, რომელთა შესრულება ყველას შეუძლია. მათი სირთულე იოლად კორექტირდება ადამიანის შესაძლებლობების მიხედვით. ჩვენი დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასანი არის ვიპარიტა კარანის ასანი – ,,მოღუნული სანთლის პოზა”.

რატომ არის ზუსტად ეს პოზა ასე მნიშვნელოვანი თანამედროვე ადამიანისთვის? მისი დადებითი მოქმედება ეფუძნება სხეულის გადაბრუნებულ მდგომარეობას. ყველა პროცესი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, ამ პოზაში საპირისპირო მიმართულებით წარიმართება.

ის ხელს უწყობს სტრესისა და დაძაბულობის მოხსნას და ორგანიზმს სრულ მოდუნებაში ეხმარება. არ მოითხოვს აქტიურ მოქმედებებს, ამიტომ შეგიძლიათ დაღლილმაც ივარჯიშოთ.

როგორ გავაკეთოთ ვარჯიში სწორად

  1. დაჯექი კედელთან მარცხენა გვერდით.
  2. ფრთხილად დაჯექი მარჯვენა გვერდზე, ორივე დუნდულა უნდა ეხებოდეს კედელს.
  3. ნელ-ნელა გადახარე ფეხები კედლისკენ, ხელების დახმარებით და გადაბრუნდი მარცხენა მხარეს.
  4. მოადუნე ხელები და დაუშვი ხელისგულები დაბლა. მოახდინე ე. წ. დამიწება. ეს პოზიცია უმჯობესია შეასრულოთ საღამოს, დილის ვარჯიშისთვის კი სჯობს ხელისგულები ასწიოთ მაღლა, რათა ღია გახდეთ ენერგიის მისაღებად.

ახალბედებმა ვარჯიში უნდა შეასრულოთ არაუმეტეს 10 წუთისა, თანდათან გაზარდეთ ეს დრო სამჯერ. თუ თავიდან გაგირთულდებათ, წელქვეშ ამოიდეთ პატარა, რბილი ბალიში. დუნდულოები და ქუსლები უნდა მდებარეობდეს რაც შეიძლება ახლოს კედელთან.

ყოველდღიური ვარჯიშის დროს გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მონელების პროცესი და მოგეხსნებათ კუნთების დაძაბულობა. პარალელურად შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას ან აუდიო წიგნს.

გაუზიარეთ საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: