მთავარი ჯანმრთელობა ამ მიზეზებს რომ წაიკითხავთ, ჭამისთანავე დაძინებას ვეღარ გაუბედავთ თქვენს თავს

ამ მიზეზებს რომ წაიკითხავთ, ჭამისთანავე დაძინებას ვეღარ გაუბედავთ თქვენს თავს

by Keti

ადამიანები ხშირად ფიზიკურად ითენთებიან ჭამის შემდეგ და დაძინება სურთ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამის გაკეთება უნდა შევწყვიტოთ ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჭამის შემდეგ ძილი ან თუნდაც წამოწოლა არაკომფორტულ შედეგებს იწვევს. შესაძლოა ზოგიერთი სიმპტომი გეცნოთ, მაგრამ არ იცოდეთ, რომ ის კვების შემდგომ დაძინებას მოჰყვება.

გთავაზობთ გავერკვეთ, თუ როგორ მოქმედებს ჭამის შემდგომი ძილი ორგანიზმზე და რა სირთულეებს იწვევს. ბონუსად შემოგთავაზებთ ჭამის დასრულებიდან ძილამდე იდეალურ დროის შუალედს.

1. შესაძლოა დაგეწყოთ გულძმარვა

როგორც წესი, საჭმლის მონელებისას მუცელში გამოიყოფა მჟავები და მისი მონელებისთვის გრავიტაცია იდეალური პირობაა. წოლის დროს კი მჟავები მუცლის ტერიტორიაზევე მოძრაობს და შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის მგრძნობიარე ადგილებს შეეხოს. ეს კი იწვევს გულძმარვას, მტკივნეულ წვას მკერდის ან ყელის მიდამოში.

2. იცვლება ძილის ხარისხი

თუ დიდი პორციის ჭამის შემდეგ ეგრევე დასაწოლად წახვედით, საჭმლის მონელების პროცესი ძილში გაგრძელდება. ეს კი შესაძლოა ცუდი ძილის მიზეზი გახდეს. ამ დროს გონება უფრო აქტიურია, ვინაიდან მეტაბოლიზმის პერიოდი მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის ღრმა ძილს. მეორე მიზეზი კი არის გულძმარვით გამოწვეული ძილის სირთულე. ეს ასევე უკავშირდება იმას, თუ რა ტიპის საკვები მიიღეთ და რა რაოდენობით.

3. ხშირდება მკაფიო სიზმრები ამ კოშმარები

მესამე პრობლემა არის ცუდი სიზმრები. და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენი მეტაბოლიზმი მუშაობს, ეს კი იწვევს გონების გააქტიურებასაც. თქვენ შედიხართ ეგრედ წოდებული სწრაფი ძილის ფაზაში, სადაც სიზმრების უმეტესობა მიმდინარეობს. თუ გაღვიძებისას გახსოვთ, რომ მეტისმეტად მკაფიო ან საშიში სიზმარი ნახეთ, ეცადეთ ძილის წინ ჭამა შეწყვიტოთ.

4. ძილის დროს ხშირად შეგაწუხებთ მოშარდვის სურვილი

ზოგი ადამიანი ღამე განსაკუთრებულად განიცდის შარდვის სურვილს, ეს პრობლემა ცნობილია, როგორც ნიქტურია. ეს უკავშირდება ბევრი კოფეინის ან საკვების მიღებას. ასე რომ, ძილის წინ არ უნდა მივიღოთ შარდმდენი პროდუქტი, როგორიცაა ყავა, ჩაი, დესერტები და ზოგიერთი წამალიც კი.

5. შესაძლოა წონაში მოიმატოთ

ეს ცნობილი ფაქტია, რომ ღამე ჭამა და შემდეგ ძილი ანელებს კალორიების წვას. ასე რომ, ეცადეთ დრო გავიდეს კვების დასრულებიდან და შემდეგ დაწექით დასაძინებლად.

ბონუსი: რამდენ ხანს უნდა მოიცადოთ ჭამიდან ძილამდე

გულძმარვის, კოშმარების, ხშირი შარდვისა და წონაში მომატების თავიდან ასარიდებლად, ეცადეთ გაზარდოთ შუალედი ჭამასა და ძილს შორის. კვების სპეციალისტების რეკომენდაციით, სჯობს ეს შუალედი იყოს არანაკლებ 3 საათისა.

თქვენ თუ გამოგიცდიათ ჭამის შემდგომი ძილით გამოწვეული პრობლემები? რას აკეთებთ ხოლმე ჭამის შემდეგ? დასვენება გირჩევნიათ თუ ფიზიკური აქტიურობა? გაგვიზიარეთ კომენტარებში!