მთავარი ჯანმრთელობა 8 ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ზედმეტი არ უნდა მივიღოთ

8 ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ზედმეტი არ უნდა მივიღოთ

by Keti

მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი პროდუქტების მიღება უკავშირდება ორგანიზმის ზოგად გაჯანმრთელებას, სამწუხაროდ, აქაც არსებობს ზღვარი. ბალანსირებული კვების შემთხვევაში, სასურველია გავაკონტროლოთ მიღებული სუპერფუდების რაოდენობაც, ვინაიდან მათი ჭარბი მიღებაც იწვევს რიგ პრობლემებს.

გთავაზობთ 8 პროდუქტს, რომლებიც ზომიერად უნდა მივირთვათ, თუკი ჯანმრთელობის შენარჩუნება გვსურს.

1. სტაფილო

სტაფილო შეიცავს ბეტა კაროტინს, რაც ორგანიზმში A ვიტამინად გადაიქცევა. სამწუხაროდ, ბეტა კაროტინის ჭარბი მიღება იწვევს კაროტინემიას (სისხლში კაროტინის გაზრდილი შემცველობა), ეს არის დაავადება, რომელიც კანს აყვითლებს. ის ადვილად რეგულირდება, როცა ორგანიზმში კაროტინის დონე ბალანსდება.

2. კომბუჩა

ეს ჩინური სასმელი შეიცავს უამრავ სასარგებლო თვისებას საჭმლის მონელებისთვის და ზრდის ,,კარგი” ბაქტერიების რაოდენობას. თუმცა ის შეიცავს ნარევს სახელად FODMAP – რომელიც არის ბიოპროდუქტი და იწვევს შებერილობას და საკვების მონელების დარღვევას. დღეში ერთი ჭიქა კომბუჩას მიღება სრულიად საკმარისია.

3. წყალი

მეტისმეტად ბევრი წყალი ქმნის ელექტროლიტურ დისბალანსს და ამცირებს კალიუმის დონეს, ვინაიდან თირკმლები მას ვეღარ აწარმოებენ. არსებობს კიდევ უფრო სარისკო შემთხვევა, როცა წყლის ჭარბი მიღება იწვევს ტვინში სითხის დაგროვებას, ასქელებს მას და ზრდის იმ წნევის წარმოქმნის რისკს, რასაც თავის ქალა ვერ გაუძლებს.

4. ავოკადო

ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოსა და ვიტამინებს. ის აგრეთვე ამცირებს ქოლესტერინის დონეს და უჯრდებს სასარგებლო ცხიმებით ამარაგებს. მაგრამ ცხიმი კვლავ ცხიმად რჩება. ერთი ცალი ავოკადო დაახლოებით 240 კალორიას შეიცავს, ამ ხილის ჭარბი მიღება კი იწვევს არტერიის დაბინძურების საფრთხეს. დღეში ნახევარი ავოკადოს მირთმევა საკმარისია ორგანიზმისთვის.

5. ჭარხალი

ჭარხალი ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა და ის ასევე შეიცავს ბევრ აზოტის ოქსიდს, რაც ზრდის სისხლის დაბალი წნევის წარმოქმნის რისკს. იგივე ითქმის წითელ ხორცზე, ასე რომ, ერიდეთ ჭარხლისა და წითელი ხორცის ჭარბად მიღებას.

6. ზღვის წყალმცენარე

ზღვის წყალმცენარე მდიდარია B12 ვიტამინით და ვეგანებისთვის ხორცის კარგი ჩამნაცვლებელია. აგრეთვე ხელს უწყობს წონის კლებას, შეიცავს იოდინს და ბოჭკოს. მაგრამ იოდინის ჭარბად მიღება იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს და შედეგად წონის მატებასაც კი. ამიტომ სჯობს აკონტროლოთ პორციების დღიური დოზა.

7. სოიო და მისი ნაწარმი

სოიოს პროდუქტები მდიდარია კვებითი ნივთიერებებით, B ვიტამინით, ბოჭკოთი, ფოსფორით, მაგნიუმით და მაღალი ხარისხის ცილებით. ის შეიცავს 9 ძირითად ამინომჟავას, რასაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს. მაგრამ სოიოს დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს და აგრეთვე ქალებისთვის სახიფათოა ჰორმონალური თერაპიების პროცესში.

8. ჩიას მარცვლები

ჩია ერთ-ერთ სუპერფუდად მიიჩნევა, რადგან დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა თუ რა გავლენას ახდენს პროდუქტი კარდიოვარსკვლავური დაავადებების დროს. ჩიაში შემავალი ომეგა 3 უფრო რთულად შეიწოვება, ვიდრე, მაგალითად, ორაგულში არსებული. გარდა ამისა, უნდა მიირთვათ მინიმუმ 100 გრამი ჩია, რათა თევზში შემავალი ომეგა 3-ის დოზა მიიღოთ. აქვე აღვნიშნავთ: 100 გ ჩია შეიცავს 500 კალორიას, რაც ფასტ ფუდის ჰამბურგერის რაოდენობას უდრის, მაგრამ ეს კალორიები, ცხადია, ერთნაირად არ მოქმედებს ორგანიზმზე.

თქვენ თუ კონტროლებთ სუპერფუდების დღიურ ნორმას? როგორ ფიქრობთ, რატომ იღებენ ადამიანები ჭარბად სასარგებლო პროდუქტებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!