მთავარი კულინარია მონასტრის მართლმადიდებლური რეცეპტი საზამთროების დაკონსერვებისთვის

მონასტრის მართლმადიდებლური რეცეპტი საზამთროების დაკონსერვებისთვის

by Keti

მალე საზამთროს სეზონი დასრულდება. ზამთარში კი ხშირად ძალიან გვინდება მისი მირთმევა. მონასტრის რეცეპტი ყოველთვის მარტივი, გასაგები და იოლი შესასრულებელია. ნებისმიერი პროდუქტით შეიძლება გემრიელი კერძების მომზადება, თუ მას სიყვარულითა და კეთილგანწყობით შესრულდება.

გემრიელი საზამთრო ქილებში

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი დიდი საზამთრო ან 2 მომცრო
  • 4 ცალი სამლიტრიანი ქილა
  • 5 ლ წყალი
  • 300 გ შაქარი
  • 150 გ მარილი
  • 200 მლ ძმარი

მომზადება

ერთ ქილაში ჩადის დაახლოებით 2 კგ საზამთრო, წყლის რაოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეივსება ქილა. თუ საზამთროს ქერქი სქელია, ისე დაჭერით, რომ ცოტა თეთრი ნაწილიც დარჩეს, რათა ნაჭრები არ დაიშალოს. ხოლო თუ ქერქი თხელია, მასთან ერთად მოამზადეთ.

1. გარეცხეთ საზამთრო კარგად და დაჭერით თანაბარ 5:5 სმ ნაჭრებად. თესლი მოაცილეთ.

2. ჩაალაგეთ საზამთროს ნაჭრები ქილებში ისე, რომ ძალიან არ დააწვეთ. ამ დროისთვის მზად უნდა გქონდეთ დასასხმელი სითხე, რომელსაც ასე მოამზადებთ: წყალში გახსენით ყველა ინგრედიენტი ძმრის გარდა. ძმარი ბოლოში უნდა ჩაასხათ – ყოველ ქილაში 50 მლ.

3. ქილებს დააფარეთ ხუფები და დადგით გასასტერილებლად 15 წუთით. შემდეგ მოხუფეთ, გადააბრუნეთ, შეფუთეთ და დატოვეთ სრულ გაციებამდე. ამის შემდეგ გრი სათავსოში გადაიტანეთ. მზად არის!

არსებობს საზამთროს კონსერვები სხვადასხვა სანელებლებით, მაგალითად პილპილი, ნიორი და ა. შ. თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ მონასტრულ რეცეპტს დავჯერდით.

როგორ მოგეწონათ მონასტრული რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: