მთავარი ტესტები ტესტი: რომელ არსებას ხედავთ სურათზე პირველად? ეს ბევრ რამეს იტყვის თქვენ შესახებ!

ტესტი: რომელ არსებას ხედავთ სურათზე პირველად? ეს ბევრ რამეს იტყვის თქვენ შესახებ!

by Keti

ტესტი, რომელიც დამაბნეველ ოპტიკურ ილუზიებს შეიცავს, დღეს ძალიან პოპულარულია. ინტენერტის მომხმარებლებს ის მოსწონთ და ფსიქოლოგებიც ამიტომ იყენებენ პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ პირველად შემჩნეულ ფიგურაზე, შემდეგ კი მეორე სურათსაც დაინახავთ.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს. არ მიიღოთ სერიოზულად, ეს თქვენს სრულყოფილ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვერ დახატავს, მაგრამ საკუთარ თავზე გარკვეულ ინფორმაციებს მაინც მოგაწვდით, რაც ყურადსაღები იქნება.

ფოტო #1

  • ლომი. თქვენ გჩვევიათ მოვლენებთან ჩაღრმავება და არ გეშინიათ შეჯახება ყველაზე დიდ შიშებთანაც კი. ძალიან გამბედავი ადამიანი ხართ!
  • ეგზოტიკური ჩიტი. ალბათ ზოგჯერ ძალიან მსუბუქ განწყობაზე ხართ, რაღაცებს მარტივად უყურებთ და ცოტათი უპასუხისმგებლოდაც კი. ამავე დროს თქვენ კრეატიული ადამიანი ხართ და გსურთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ.

ფოტო #2

  • იხვი. თქვენი ცხოვრება ემოციურ იმპულსებზეა დამოკიდებული, ხშირად განიცდით ხასიათის ცვლილებებს და იღებთ უცაბედ გადაწყვეტილებებს.
  • კურდღელი. თქვენ გსურთ ყოველი მოქმედების შედეგის ანალიზი, ლოგიკა თქვენთვის პირველ ადგილზეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცივი და არამგრძნობიარე ადამიანი ხართ.

ფოტო #3

  • 2 ნიანგი. ყოველთვის ცდილობთ სიტუაციები აკონტროლოთ და ყველაფრის კურსში იყოთ. თუმცა ეს არ გაქცევთ ბრუტალურ ტირანად, არამედ ყურადღებიან მენეჯერად, შეფად ან ლიდერად.
  • ჩიტი. თქვენ დიდად არ გადარდებთ ციცაბო და დამღლელ გზებზე სიარული მიზნის მიღწევის პროცესში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი არ გაქვთ, უბრალოდ გირჩევნიათ კომპრომისებზე წახვიდეთ. ამიტომ ხართ ასეთი სოციალური და გულახდილი.

ფოტო #4

  • ძაღლის დინგი. თქვენ ფოტოს გააანალიზება დაიწყეთ სტანდარტულად – მარცხნიდან მარჯვნივ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, უბრალოდ ფიქრისას ლოგიკას იყენებთ და რეალურად ახდენთ მოვლენების ანალიზს.
  • ძაღლის ფეხები და კუდი. თუ ფოტოს ანალიზი მარჯვნიდან მარცხნივ დაიწყეთ, ესე იგი, ორიგინალური გადაწყვეტილებები გჩვევიათ. თუმცა ლოგიკასაც მშვენივრად იყენებთ, პრობლემებს ჭრით რაციონალურად და თან იყენებთ კრეატივს.

ბონუსი

  • სამურავი. ალბათ მარველის დიდი ფანი ხართ. ტონი სტარკის ქარიზმაზე მეტად ალბათ ცოტა რამ მოგწონთ, შესაძლოა კაპიტანი ამერიკას სიმტკიცე გირჩევნიათ ან სამურავის მძიმე გამოხედვა.
  • 2 ბეტმენი. კომიქსები გიყვართ, ასე არ არის? რაღა თქმა უნდა, ბნელი რაინდიც გეყვარებათ!

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: