მთავარი რჩევები საკმარისია მცირეოდენი ფანტაზია და მარჯვე ხელები. ნამდვილად საჭირო საქმიანობაა სამზარეულოს ნივთების დამზადება.

საკმარისია მცირეოდენი ფანტაზია და მარჯვე ხელები. ნამდვილად საჭირო საქმიანობაა სამზარეულოს ნივთების დამზადება.

by Keti

ზოგ ადამიანს ჭამაც კი არ უნდა, ოღონდ რაიმე შექმნას. ამ პროცესით ის დუნდება და განიტვირთება. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო საქმიანობა არის სამზარეულოს ნივთების დამზადება საკუთარი ხელით. ასეთი გზით შექმნილი ნივთები სათავსოს ანიჭებს სიმყუდროვეს.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ყველაზე წარმატებულ იდეებს სამზარეულოს თვითნაკეთი ნივთებისთვის. თქვენი ხელით მომზადებული საგნები წარმატებით ავსებს თქვენს ინტერიერს. პროცესში შეგიძლიათ ბავშვების ჩართვაც. ეს საუკეთესო საშუალებას ოთახთან დროის არაბანალურად გატარებისთვის.

სამზარეულოს ხელნაკეთი ნივთები

პლანშეტის დასადები

ადამიანების უმრავლესობა, სამზარეულოში ფუსფუსის დროს, ტელევიზორზე მეტად უპირატესობას პლანშეტს ან ტელეფონს ანიჭებს. საჭმლის მომზადებისას ბევრი ადამიანი უყურებს სერიალს ან გადაცემებს ამ საშუალებებით. პლანშეტის ჰარმონიული მოთავსებისთვის შეგიძლიათ შექმნათ მისი დასადგამი ხის საჭრელი დაფისგან. უბრალოდ მას მიაწებეთ ფიცრის ფეხი, ხოლო მეორე მხარეს ხისგან გამოთლილი სამკუთხედი.

ჭურჭლის დასადები

ეს სილამაზე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ, ლამაზი და საინტერესო გამოდის. უბრალოდ დაახვიეთ ჯუთის თოკი და დააფიქსირეთ წებოთი. ისინი ლამაზი დს პრაქტიკულია.

სუფრის ჭურჭლის ორგანიზებისთვის საჭირო საშუალება

ეს ნივთი საკმაოდ მოხერხებულია სხვადასხვა დანიშნულებისთვის, უბრალოდ გარეცხეთ ზეთისხილის კონსერვის ქილები და შეღებეთ აკრილის საღებავით ძველი დაფა. შემდეგ ქილებს გაუკეთეთ ნაპრალები და მონიშნეთ დაფაზე ადგილები, სადაც ისინი უნდა მიაწებოთ. იმ ადგილებზე გააკეთეთ პატარა ნაჩხვლეტები ჩაქუჩითა და ლურსმნით, შემდეგ კი მიამაგრეთ ქილები.

დაფა-ლანგარი

იდეალურია მათთვის, ვისაც საწოლში საუზმობა უყვარს. შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ზომის დაფა, შეღებეთ ის საღებავით და გააშრეთ. დაფის ნაპირებს მიაწებეთ სამალიარო ლენტა და ცენტრი შეღებეთ ფიქალის საღებავით. შემდეგ ნაპირებზე მიამაგრეთ სახელურები და დატკბით შედეგით.

ჭიქების დასადები

ღვინის საცობები განალაგეთ კვადრატის ფორმით და შეაწებეთ ისინი ცხელი წებოთი. იმავე ზომის კვადრატი ამოჭერით კორპის დაფიდან და მიაწებეთ მას საცობები. გამოდის ძალიან ლამაზი დასადგამი.

დანის დამჭერი

ეს საკმაოდ ორიგინალური ვარიანტია. დანამეთ სპაგეტი სპირტით და დაამატეთ მას სასურველი ფერის საკვები საღებავი. როცა მაკარონი შეიღებება, გადაიტანეთ ისინი ფორმაზე, რომელსაც გასაშრობად დაფენილი ექნება ფოლგა და ქაღალდის ხელსახოცი. სპაგეტი გააშრეთ და მჭიდროდ ჩაალაგეთ ქილაში, ბოლოები კი გაუთანაბრეთ. მშვენიერი დანის ჩასადები გამოდის. თუ მაკარონთან ურთიერთობა გეზარებათ, შეგიძლიათ ქილა რაიმე ბურღულით შეავსოთ.

ქილები სანელებლებისთვის

სამზარეულოში ადგილის ეკონომიის მიზნით, შეგიძლიათ მოამზადოთ ქილები შემდეგი სახით: ქილის ხუფებს გაუკეთეთ ნახვრეტები და მიამაგრეთ ისინი ხრახნებით კარადის ქვედა ნაწილს. მშვენიერი რაღაც გამოდის, საჭირო პროდუქტები ხელთ გაქვთ და ისინი უმნიშვნელო ადგილს იკავებს.

როგორც ხედავთ, სამზარეულოს ნივთების საკუთარი ხელით მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარი აქ არის მცირეოდენი ფანტაზია და უფრო მეტი სურვილი. მოიმარაგეთ საჭირო ნივთები და შეუდექით საქმიანობას.

როგორ მოგეწონათ ეს ვარიანტები? თქვენც ხომ არ აკეთებთ ხოლმე სამზარეულოსთვის რაიმე მსგავსს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: