მთავარი რჩევები რატომ არის ცუდი იდეა საწოლის გაღვიძებისთანავე ალაგება

რატომ არის ცუდი იდეა საწოლის გაღვიძებისთანავე ალაგება

by Keti

კვლევის თანახმად, დილაობით საწოლის გასწორება გვხდის უფრო ბედნიერს და გამოფხიზლებაში გვეხმარება. მაგრამ ზოგჯერ, ყველაზე უწყინარი ჩვევაც კი შესაძლოა არ ჩანდეს ისეთი უვნებელი. მეცნიერები ახალი აღმოჩენებით თავზე ყინულიან წყალს გვასხამენ.

გთავაზობთ შევხედოთ ამ ჩვევას სხვა კუთხიდანაც, ჩვენ გაგიზიარებთ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რუტინა მავნებელი.

ბალიშზე დაუპატიჟებელ სტუმრებს მასპინძლობთ

კვლევის თანახმად, საწოლის გასწორება არამხოლოდ გონებას ამშვიდებს, არამედ ტკიპებისა და რწყილებისთვისაც არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. მათ მიკროსკოპის გარეშე ვერ დაინახავთ და გეგონებათ, რომ ადგილი სუფთაა, მაგრამ რეალურად ასე არ არის.

საბანიც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის მწერებისთვის

საწოლის ტკიპები სიბნელეში იღვიძებენ, ზეწრის, ბალიშისა და ლეიბის ზედაპირზე და თავს თქვენუ მკვდარი უჯრედებით იკვებავენ. როცა დილით საწოლს ალაგებთ, თქვენ მათ ,,იცავთ”, აფარებთ საბანს და ისინიც მთელი დღე დაცულად არიან. საღამოს კი კვლავ იწყებენ ბინძურ სამუშაოებს. ამ პროცესის უსიამოვნო შედეგებია კანის გაღიზიანება და აკნეც კი.

მტვრის მწერები პირდაპირ თეთრეულზე ისაქმებენ

საკუთარი თავის გამოკვების შემდეგ, ისინი თეთრეულზე ტერიტორიასაც ნიშნავენ. შესაძლოა ეს ის ადგილიც იყოს, სადაც სახე გიდევთ და მშვიდად გძინავთ. მათი ფეკალიები უამრავ ალეგიულ რეაქციას იწვევს. შესაძლოა გაგიწითლდეთ თვალები, დაგეწყოთ ცემინება და ასთმაც კი.

ისინი მკვდრებიც კი არ არიან უვნებლები

დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, ტკიპებსაც თავიანთი ცხოვრების ციკლი აქვთ. მაგრამ როცა კვდებიან, შესაძლოა ძილის დროს მაინც შეისუნთქოთ მათი სხეული. მეცნიერების მტკიცებთ, ეს განსაკუთრებით საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის.

საწოლის ტკიპებს მზის სხივების ეშინიათ.

თუ დილით საწოლს თავგადახდილს დატოვებთ, მწერები მზის სინათლის გავლენით განადგურდებიან, მზე მათი ბუნებრივი მკვლელია! ასე რომ, მიეცით თქვენს საწოლს რამდენიმე საათით ,,სუნთქვის” საშუალება და ნუ დაიცავთ მწერებს საბნის ქვეშ.

მათთან ბრძოლისას არ გამოიყენოთ მწერების საკლავი სპრეი

დერმატოლოგთა რჩევით, მწერების საკლავი სპრეი არ არის კარგი საშუალება დაუპატიჟებენ სტუმრებთან საბრძოლველად. უმჯობესი იქნება საწოლი სუფთა მტვერსასრუტით გაწმინდოთ. რა თქმა უნდა, ყველა მწერს ვერ მოაშორებთ, მაგრამ მათი რაოდენობა შემცირდება და დაიწევს ალერგიების განვითარების რისკი.

თქვენ როგორი ჩვევა გაქვთ დილაობით? მალევე ასწორებთ საწოლს? ეს სიამოვნებას განიჭებთ თუ გაღიზიანებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: