მთავარი ჯანმრთელობა აი, რას გრძნობს ორგანიზმი, როცა ხშირად დადიხართ ფეხშიშველი

აი, რას გრძნობს ორგანიზმი, როცა ხშირად დადიხართ ფეხშიშველი

by Keti

მეცნიერული სტატიები გვიხსნის, თუ როგორი სასარგებლოა მიწასთან კანით შეხება, ეს კი ყველაზე მარტივი მოსახერხებელი ფეხის გულების მეშვეობით იქნება. ასე ჩვენი სხეული მიწის მაგნიტურ ენერგიას იზიდავს. თუ ბაღი არ გაქვთ, უბრალოდ დაიწყეთ შიშველი ფეხებით სახლის გარშემო სიარული.

ჩვენ გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომ არის სასარგებლო ფეხშიშველი სიარული. ბოლოს და ბოლოს, დამღლელი დღის შემდეგ ფეხსაცმლის გახდას არაფერი სჯობს.

1. კურნავს ნეგატიურ ემოციებს

თავისუფლად, ფეხსაცმლის გარეშე სიარული ამცირებს სტრესს და ამავე დროს აუმჯობესებს სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას და პულსის ცემას. ეს მარტივი მოქმედება ბავშვობაში დაგაბრუნებთ და აგავსებთ პოზიტიური ენერგიით.

2. ანახლებს კანს

ამ დროს ფეხი უფრო ბუნებრივად სუნთქავს და ტკბება ფეხსაცმლის მოშორებისგან მინიჭებული თავისუფლებით, ეს ასევე ატენიანებს კანს, აშორებს ფეხიდან უსიამოვნო სუნს და ახდენს სოკოს გაჩენის პრევენციას.

თუ ჭუჭყიან ზედაპირზე ან ქვიშაზე გადაადგილდებით ეს ხელს შეუწყობს ფეხიდან მკვდარი უჯრედების აქერცვლას და მარტივ მოშორებას.

3. გვმუხტავს ენერგიით

ცნობილია, რომ ფეხის მიდამოში უამრავი ნერვული დაბოლოებაა. ისინი ისეთ ალტერნატიულ მედიცინაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორიცაა აკუპუნქტურა (ნემსითი თერაპია) და რეფლექსოლოგია. როცა მიწას ან ნიადაგს ფეხებით ეხებით, ამ დროს აქტიურდება ეს დაბოლოებები და იზრდება სხეულის შინაგანი ენერგია.

4. ამსუბუქებს წნევას სახსრებში

უძველესი დროიდან ადამიანებს ფეხსაცმლის გარეშე გადარჩენა უწევდათ. როცა ფეხშიშველი დავდივართ, სხეულის მექანიზმი ამას ეჩვევა და სახსრებს მეტად ბუნებრივ მდგომარეობაში ამყოფებს. ამიტომ არის, რომ ზოგი სპორტის, მაგალითად იოგის დროს, ფეხშიშველები ვარჯიშობენ.

5. აძლიერებს ძვლებს

,,ფეხზე ჩაიცვი, თორემ გაცივდები.” ალბათ ხშირად უთქვამს დედას თქვენთვის. ჩვენ კი კარგი სიახლე გვაქვს: ფეხშიშველი სიარული სიცივესთან გამკლავებაში გვეხმარება. ცივი მიწა სხეულს დამატებით სითბოს ანიჭრბს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ცივისა და ცხელის მონაცვლეობა კი ცნობილია ქრონიკული დაავადებების, შფოთვის, ასთმისა და ბევრი სხვა პრობლემის წინააღმდეგ.

6. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

საბოლოოდ, ეს აძლიერებს სისხლის ცრკულაციას ფეხის არტერიებსა და ვენებში. კიდევ უკეთესი სისხლის მიმოქცევისთვის, ჩვენ გირჩევთ ცივ წყალში იაროთ, სველ ბალახზე, მდინარეში ან ზღვაზე. ეს აგრეთვე შეამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს.

ბონუსი

გთავაზობთ დამატებით რეკომენდაციებს ფეხების ჯანმრთელობისთვის:

  • იარეთ დღეში ერთი საათით ფეხშიშველმა (უმჯობესია ნატურალურ ზედაპირზე), ეცადეთ იაროთ ქუსლებით ან წინა თითებით.
  • დაკავდით სპორტით ფეხსაცმლის გარეშე და გაიძლიერეთ კუნთები და ლიგამენტები.
  • იზრუნეთ ფეხის ჰიგიენაზე, ვინაიდან ფეხშიშველი დიდხანს სიარული იწვევს სიმშრალესა და სიუხეშეს.

თქვენ თუ დადიხართ ხოლმე ფეხშიშველი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: