ზამთრისთვის მოსამზადებელი კეტჩუპი ვაშლით. უნივერსალური რეცეპტი.

by Keti

კარგი კეტჩუპის მოსამზადებლად უნდა შეარჩიოთ ყველაზე მწიფე და ხორციანი პომიდორი. ვაშლი სასურველია, რომ ანტონოვკის ჯიშის იყოს, რადგან მომჟაო გემო კეტჩუპს ძალიან მოუხდება. სანელებლებმა უნდა დააბალანსოს კეტჩუპის გემო და მიანიჭოს მას პიკანტურობა.

ჩვენი შემოთავაზებული კეტჩუპის რეცეპტი არ შეიცავს სახამებელს, შაქარი კი მასში მინიმალურადაა, განსხვავებით მზა ნაწარმისგან.

ინგრედიენტები

  • 4 კგ პომიდორი
  • ნახევარი კგ ვაშლი
  • 50 გ მარილი
  • 100 გ შაქარი
  • ერთი ს. კ. ძმრის ესენცია
  • 8 ცალი შავი პილპილის მარცვალი
  • 2 ცალი მიხაკი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • 4 კბილი ნიორი
  • ბაზილიკი გემოვნებით

მომზადება

1. ვაშლს ამოაჭერით გული და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიაყოლეთ მას პომიდორი. მიღებული პიურე გადაასხით ქვაბში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში, არ დაახუროთ თავზე ხუფი.

2. ტომატის მასა გადაწურეთ ბადეზე, დარჩენილი სისქე ჩახეხეთ. მასა დააბრუნეთ გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ მარილი, შაქარი, პილპილი და მიხაკი.

3. დააქუცმაცეთ ნიორი და მწვანილი, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ 5 წუთი. ქვაბი გადმოდგით, ჩაასხით მასში ძმრის ესენცია და კარგად აურიეთ.

4. კეტჩუპი ჩაასხით სტერილურ ქილებში, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

ეცადეთ სახლის კეტჩუპი ბევრი მოამზადოთ, იგი ძალიან უხდება მაკარონს, კარტოფილს, სუპს და ა. შ. იმედია ჩვენი რეცეპტი მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!