მთავარი ჯანმრთელობა იმბირის ჩაის რეცეპტები გასახდომად. აი, რა უნდა დაუმატოთ მას

იმბირის ჩაის რეცეპტები გასახდომად. აი, რა უნდა დაუმატოთ მას

by Keti

ყველასთვის ცნობილია, რომ წონაში კლებას ხელს უწყობს სწორი კვება, ვარჯიში და სხვადასხვა გასახდომი სასმელი, მათ შორის, არის იმბირის ჩაი. იმბირი ზოგადადაც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ის აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას.

წონაში კლებისთვის იმბირი ეფექტურია სხვა მეთოდებთან კომბინაციისას. ასევე ის გემრიელიც არის.

მარტივი იმბირის ჩაი

დაჭერით იმბირი წვრილად ან გახეხეთ სახეხზე, გადაიტანეთ თერმოსში და დაასხით მას მდუღარე. ნაყენი მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

იმბირის ჩაი თაფლითა და ლიმონით

დაჭერით იმბირის ფესვი წვრილად და დაასხით მას წყალი. ნარევი ხარშეთ 15 წუთი, დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააციეთ, დაამატეთ ლიმონი და თაფლი გემოვნებით. მას შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ბალახეულიც, მაგალითად, პიტნა ან ბარამბო.

იმბირის ჩაი ნივრით

შეურიეთ ერთმანეთს იმბირი, ნიორი და მდუღარე წყალი პროპორციით 1:1:20. ჩაასხით თერმოსში და დადგით 15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში. ეს რეცეპტი კარგია მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წონის დაკლება. იმბირი ნიორთან ერთად ხელს უწყობს ინტენსიურ გახდომას.

იმბირის ჩაი გახდომის მიზნით შესანიშნავი საშუალებაა: ის მარტივი მოსამზადებელია, გემრიელია და თან არცთუ ისე ძვირი. თუმცა მისი ჭარბად მიღება არ შეიძლება, ეცადეთ დღეში 2 ლიტრ ნაყენზე მეტი არ მიიღოთ, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს.

გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: