მთავარი ჯანმრთელობა რატომ ჩნდება თვალში ფუფხი ძილის დროს?

რატომ ჩნდება თვალში ფუფხი ძილის დროს?

by Keti

დილით გაღვიძებისას თითქმის ყველა ადამიანს აქვს თვალზე ფუფხი. ეს თვალის ბუნებრივი ფუნქცია და ამას თავის მიზეზი აქვს. მაგრამ ამავე დროს, ეს შესაძლოა პრობლემაზეც მიანიშნებდეს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ თვალზე ფუფხის გაჩენის შესაძლო მიზეზებს და გეტყვით, რატომ ხდება ეს ძილის შემდეგ.

რატომ ჩნდება თვალზე ფუფხი

1. იმიტომ რომ მთელი ღამე თვალები დახუჭული გვაქვს

როცა გძინავთ, თვალის ქერქები თვალის კუთხეებში შენდება და ზოგჯერ სიგრძეზეც ნაწილდება. ისინი იმიტომ ჩნდება, რომ ღამის დახუჭვის რეჟიმში თვალი ვერ ახერხებს თვითდატენიანებას.

2. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია თვალების ჯანმრთელობისთვის.

თვალის გამონაყოფი ან ,,ძილი” თვალისთვის შესაძლოა იყოს ტენიანი და ბლანტი ან მშრალი და ფუფხისებური. ისინი ცრემლსადენი არხიდან გამოიყოფა და თვალის ლუბრიკაციას უწყობს ხელს. ეს ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმია თვალის ბაქტერიებისგან დასაცავად.

რატომ იქცევა თვალზე ფუფხის არსებობა პრობლემად

1. შესაძლოა მშრალი თვალები გქონდეთ.

თვალების სიმშრალე, როგორც წესი, გვემართება მაშინ, როცა ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანს ვუყურებთ დიდი ხნის განმავლობაში. ეს მაშინაც ხდება, როცა ჰაერზე ვართ. თვალი საკმარის სითხეს არ გამოყოფს და სათანადოდ ვერ ტენიანდება, ამიტომ ხშირად ხდება წვა და ფუფხის წარმოქმნა.

2. არ იშორებთ თვალიდან ფუფხებს ხშირად

როცა იღვიძებთ, შესაძლოა თქვენი რუტინა მყისიერად იყოს ტელეფონის შემოწმება ან კბილების გახეხვა, თუმცა ძილის შემდეგ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, თვალში არსებული დაგროვებების მოშორებაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი მათ მოსაშორებლად არის თვალზე წყალში დასველებული ხაოიანი ქსოვილის ხელსახოცის წასმა, ეს ეფექტურად გაწმენდს ფუფხებს.

3. შესაძლოა თვალების ინფექცია გქონდეთ.

თუ თვალის ფუფხებს ხშირად ამჩნევთ, მაშინაც, როცა არ გძინავთ, ეს ნორმალური არ არის. თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური სიტუაცია აქვს ამ წებვადი პრობლემის წინააღმდეგ. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი ექიმის კონსულტაცია იქნება, რათა თვალის ინფექცია გამოირიცხოს.

თქვენ დაინტერესებულხართ, თუ რატომ ჩნდება ფუფხები თვალებზე? გაწუხებთ ეს პრობლემა? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: