მთავარი ჯანმრთელობა რა პოზიცია არის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო უნიტაზზე მოთავსებისას

რა პოზიცია არის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო უნიტაზზე მოთავსებისას

by Keti

მათემატიკა ყველგან და ყველაფერშია, გამონაკლისი კი არც საპირფარეშოები არ არის. აღმოჩნდა, რომ უნიტაზზე ჯდომისას, მნიშვნელოვანია სწორი კუთხის განსაზღვრა, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. არსებობს სწორი და არასწორი გზა ტუალეტით სარგებლობისას.

დღეს ჩვენ გთავაზობთ პოზიციებს, რომლებიც უფრო მსუბუქს გახდის დეფეკაციის პროცესს და თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება. ასევე ნახავთ პოზებს, რომლებიც ეფექტური არ არის.

ჩაჯდომები

კვლევის თანახმად, ჩაჯდომა საუკეთესო პოზაა ტუალეტით სარგებლობის დროს. ცხადია, უნიტაზების დიზაინი ამისთვის მოუხერხებელია, ვინაიდან ისინი დასაჯდომად არის გათვლილი, ამიტომ გირჩევთ დასაჯდომზე ფეხებით მოთავსება ფეხსაცმლის გარეშე სცადოთ.

დაჯდომა და წინ გადახრა

ამისთვის ჯობს გამოიყენოთ წინ ფეხების დასადები. ამ პოზაში საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთ მუშაობს და კუჭში გასვლა ბევრად მარტივი ხდება.

დაჯდომა და უკან გადახრა

კვლევის მიხედვით, უნიტაზზე დაჯდომა და უკან გადახრა არცთუ ისე კარგ კუთხეს ქმნის სწორი ნაწლავისთვის და აფერხებს საკვების ნარჩენების წარმატებით გამოყოფას.

დაჯდომა და შეტრიალება

ეს არ არის კომფორტული პოზა და თან არაპრაქტიკულია. ასე რომ, უმჯობესია დაივიწყოთ ის, რაც ზემო ილუსტრაციაზე ნახეთ.

უკუღმა ჩაჯდომა

წაღმა ჩაჯდომისგან განსხვავებით, ეს პოზა არ არის მოსახერხებელი და არ იქმნება სასურველი კუთხე. ამიტომ ისევ უნიტაზისკენ ზურგით მოთავსდით.

ბონუსი: როგორ უკავშირდება დეფეკაცია ემოციურ კარგადყოფნას

ტუალეტში სწორი პოზიციით ჯდომა მნიშვნელოვანია, რადგან ამარტივებს დეფეკაციის პროცესს. ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და გავლენას ახდენს განწყობებზე. მკაფიო არ არის, თუ რა ტიპის კავშირია მენტალურ ჯანმრთელობასა და ბაქტერიებს შორის, მაგრამ ბაქტერიული ფლორის დისბალანსი იწვევს ბევრ ქრონიკულ დაავადებას.

თქვენ თუ იცოდით საპირფარეშოში ჯდომის სწორ და არასწორ პოზებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: