მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ვარენიკები ხაჭოთი

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ვარენიკები ხაჭოთი

by Keti

არსებობს ადამიანების ორი ტიპი: ისინი, ვისაც უყვარს ვარენიკები ხაჭოთი და ისინი, ვისაც ის ალუბლით უფრო მოსწონს. ეს ხუმრობით, მაგრამ ვარენიკებისადმი გულგრილი ადამიანის პოვნა მართლაც რთულია, მით უმეტეს, თუ ის ტკბილია.

ჩვენ დღეს გთავაზობთ რეცეპტს თუ როგორ უნდა მოამზადოთ ორფეროვანი ვარენიკები ხაჭოთი.

ინგრედიენტები

  • 600 გ ფქვილი
  • 1,5 ს. კ. შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 150 მლ წყალი
  • 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 250 გ ხაჭო
  • 2 ჩ. კ. ვანილის შაქარი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • 100 მლ რძე
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ფქვილის მთლიანი რაოდენობიდან აიღეთ 2 ს. კ. და გადადეთ გვერდზე. დანარჩენ ფქვილში ჩაასხით რძე, თბილი წყალი, ათქვეფილი კვერცხი, ზეთი, მარილი და მოზილეთ ცომი. თასს დააფარეთ ფოლგა და დატოვეთ 20 წუთით.

2. ცომი გაყავით ორად, ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაო, მეორეს დარჩენილი ფქვილი. დააფარეთ და დადგით 20 წუთით.

3. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი და ორივე გუნდა გააბრტყელეთ. ღია ფერის ცომს წაუსვით წყალი და დაადეთ მას მუქი ფირფიტა, მასაც წაუსვით წყალი.

4. ცომის მთელ ნაწილზე გააკეთეთ ნაჩხვლეტები, ორივე ფირფიტა გადაახვიეთ რულეტისებურად, დააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ 5 წუთით.

5. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი: ხაჭო შეურიეთ დარჩენილ კვერცხს, შაქარსა და ვანილის შაქარს.

6. რულეტი დაჭერით თხელ ფირფიტებად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ, ჩადეთ მასში ხაჭოს მასა, გადაკეცეთ და დაუმაგრეთ გვერდები. შემდეგ კი მოხარშეთ.

შოკოლადის ვარენიკები გამოდის არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ლამაზიც. ასეთი კერძი ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას ყველაზე უჟმურ დღესაც კი. ბავშვებიც აღფრთოვანებულები იქნებიან.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: