აი, რატომ გვხდის უფრო ბედნიერს ფანქრის პირში ჰორიზონტალურად მოთავსება

by Keti Alaverdashvili

ფსიქოლოგების თქმით, თუ მეტს გავიღიმებთ, უფრო ბედნიერები ვიქნებით. მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, მიუხედავად ბევრი სტრესული ფაქტორისა, ჩვენ შეგვიძლია განწყობის შეცვლა ფანქრის დახმარებით.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ თუ როგორ მუშაობს ფანქარი ჩვენი ხასიათის გაუმჯობესებაზე.

მარტივ ქმედებებსა და ქცევებს შეუძლია ჩვენი ემოციების შეცვლა

ბედნიერება დიდი ხანია შესწავლის საკითხია და ბევრი მკვლევარი საინტერესო დასკვნამდეც მივიდა. სხეულის მარტივი მოქმედებები ხშირად მოქმედებს თქვენს ემოციებზე. მაგალითისთვის, ბევრი ქალი, რომელსაც ნაკლები თავდაჯერებულობა აქვს თავის ლიდერულ უნარებში, თავს უფრო ძლიერად გრძნობს, როცა ძლიერი პოლიტიკოსი ქალის ფოტოს ხედავს.

ასეთივე მექანიზმი მუშაობს ღიმილის დროსაც: ,,კმაყოფილება გვაღიმებს, ხოლო ღიმილი გვხდის კმაყოფილს.”

რატომ აქვს ფანქრის პირში ჩადებას ბედნიერების მომნიჭებელი ეფექტი

ფანქრის პირში ჰორიზონტალურად ჩადებით, ტუჩები ავტომატურად იცვლის ფორმას და იღიმის. სხეული კი ამას ხვდება.

ტვინი კი მუდმივად ამოწმებს ყველაფერს, რაც ჩვენს სხეულში ხდება. შემდეგ ანალიზს უკეთებს ამას და გადააქვს შეგრძნებებში. ასე რომ, მოატყუეთ ტვინი ბედნიერი სახის გამომეტყველებით.

ეფექტი შესაძლოა გაგრძელდეს 15 წუთიდან 2 დღემდე

კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ის არის, რომ ასეთი მარტივი ქმედების ეფექტი შესაძლოა 15-20 წუთი ან სულაც 2 დღე გაგრძელდეს. ეს ეფექტი მუდმივია. სხეული და ტვინი დაუჯერებლად სენსიტიურია და მარტივი სტიმულებითაც კორექტირდება.

ასეთი სტიმულები შეიძლება იყოს ხმები, გემოები, სუნი, ვიზუალური ეფექტები.

შეგიძლიათ სხეულის კონტროლით ნებისმიერი ემოცია გამოიმუშაოთ

როცა ბედნიერ პოზიციაში ხართ, თქვენი განწყობა მაღლდება. მაგრამ იგივე ეფექტი ჩანს ,,უბედური” ქმედებებისას. თუ დეპრესიული სახის მიღებაში ივარჯიშებთ, შეამჩნევთ, რომ თქვენი განწყობა უარესდება. საპირისპირო ეფექტი აქვს ღიმილში ვარჯიშს.

თქვენ თუ გაქვთ რაიმე ხერხი ხასიათის გამოსაკეთებლად? გთხოვთ, გაგვიზიაროთ კომენტარებში!

ასევე დაგაინტერესებთ