ფსიქოლოგების თქმით, ჩვენი ქმედებების 40% გამოწვეულია არა ცნობიერის, არამედ ჩვევების მიხედვით. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქცევები კი ჩვენი დღიური რუტინის დიდ ნაწილს შეადგენს, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ცხოვრების ხარისხთან და ბევრს მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენი მენტალური მდგომარეობის შესახებ.
ჩვენ დღეს გაგიზიარებთ, თუ რა კავშირი აქვს კბილის პასტის შეფუთვის მოკუჭვას ჩვენს ხასიათზე. იპოვეთ თქვენი თავი მოცემულ 5 ვარიანტში და იხილეთ პასუხები!
აწვებით და ახვევთ უკნიდან წინ
თქვენ ძალიან ეკონომიური და აკურატული ადამიანი ხართ, უფრთხილდებით თქვენს ნივთებს და ასევე გარშემო არსებულ ადამიანებს. თქვენ პერფექციონისტი ხართ და არ მოგწონთ არეულობა, ყველა რესურსს მაქსიმალურად იყენებთ. მიეჩვიეთ ბევრ მუშაობას და კარგადაც გამოგდით ეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი გენდობათ. თქვენი სახლი ყოველთვის სუფთაა, ცხოვრება კი ორგანიზებული.
შუა ნაწილიდან უჭერთ
თქვენ ხართ რეალისტი და აქტიური ადამიანი, ხშირად ცოტას ჩქარობთ. არ ხართ მეტისმეტად აკურატული და არც ორგანიზებული, მაგრამ გამოწვევების დროს გიყვართ სირთულეებთან გამკლავება და მათი გადაჭრა. ხართ სოციალური, გყავთ ბევრი მეგობარი და გიყვართ საზოგადოებაში ყოფნა. გიყვართ თქვენი ცხოვრების დაბალანსება და ხართ ემოციურად სტაბილური.
ზედა ნაწილიდან აწვებით
თქვენ ძალიან ჯიუტი ხართ და ყველაფერს აკეთებთ მიზნის მისაღწევად. ხართ პესიმისტი და დიდად არ ენდობით ადამიანებს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. გამოირჩევით თვითცენტრირებული ხასიათით და გიყვართ საკუთარი თავი, რაც კარგია იქამდე, სანამ ეგოიზმში არ გადაიზრდება და სხვა ადამიანების გამოყენებას არ დაიწყებთ საკუთარი მიზნებისთვის.
დაუზიანებელს ტოვებთ
თქვენ გიყვართ მარტო ყოფნა, ხართ მეოცნებე და არტისტული ადამიანი. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს თქვენ შიგნით სხვა სამყარო გაქვთ. ხართ სენსიტიური, კეთილი, დამთმობი, ტაქტიანი და ტოლერანტი. ამავე დროს, ხართ ძალიან პირდაპირი და დიდსულოვანი.
ყოველთვის ბევრი იდეა და ფიქრი გაქვთ და გსურთ მათი სხვებთან გაზიარება.
ნებისმიერი წერტილიდან უჭერთ
თქვენ შეგიძლიათ სამყარო სხვადასხვა განზომილებით დაინახოთ, ხართ არტისტული და კრეატიული. სილამაზეს ხედავთ ყველგან და ყველაფერში. თქვენთვის რთულია ერთდროულად პუნქტუალურობა და მოწესრიგება, რადგან გიჭირთ რაღაცების დაგეგმვა და შესრულება, თუმცა ძალიან ოპტიმისტი და ღია გონების ადამიანი ხართ. ხშირად გეცვლებათ ხასიათი.
თქვენ როგორ უჭერთ კბილის პასტას? თქვენ შესახებ ხომ არ გაიგეთ რაიმე ახალი? გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!