მთავარი კულინარია შემწვარი კარტოფილი სოკოთი

შემწვარი კარტოფილი სოკოთი

by Keti

შემწვარი კარტოფილი ბევრ ოჯახში საფირმო კერძად ითვლება. ის საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია და ბევრს ძალიან უყვარს. კერძს სხვადასხვა კომბინაციით ამზადებენ – ხორცთან, ბოსტნეულთან და ა.შ.

დღეს ჩვენ გთავაზობთ შემწვარი კარტოფილის ორიგინალურ ვარიანტს – სოკოსთან ერთად.

პატარა საიდუმლოს წყალობით, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, შეძლებთ მოამზადოთ იდეალური კარტოფილი.

ინგრედიენტები

  • 7 ცალი მსხვილი კარტოფილი
  • ერთი თავი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 გ თეთრი სოკო
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ფქვილი
  • ზეთი

მომზადება

1. გარეცხეთ კარტოფილი კარგად და შემდეგ გაფცქვენით. კვლავ გარეცხეთ და დაჭერით ჩხირებად. ახლა ყვრლაზე მთავარი: დაჭრილ კარტოფილს მოაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. სწორედ ფქვილის წყალობით შეინარჩუნებს კარტოფილი მთლიანობას.

2. კარგად გაახურეთ ტაფა, დაამატეთ მას ცხიმი და ჩაყარეთ მასში მომზადებული კარტოფილი. ფქვილის მოყრა შეწვის დროსაც შეგიძლიათ.

3. ახლა გარეცხეთ სოკო და დაჭერით. ასევე გაფცქვენით ხახვი და ისიც დაჭერით. ჩააყარეთ ბოსტნეული კარტოფილს და მოაყარეთ მარილი და პილპილი.

4. არ დაგავიწყდეთ პერიოდული ამორევა. ყველაზე გემრიელი ვახშამი უკვე მზად არის! ასე შემწვარი კარტოფილი არ იშლება, მისი ქერქი გამოდის ხრაშუნა და გემრიელი. გემრიელად მიირთვით!

იყო თუ არა თქვენს პრაქტიკაში შემწვარ კარტოფილთან დაკავშირებული ექსპერიმენტები? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში! ჩვენი რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: