მთავარი კულინარია სამეფო ჩაის რეცეპტი პირდაპირ ბუკინგემის სასახლის სამზარეულოდან

სამეფო ჩაის რეცეპტი პირდაპირ ბუკინგემის სასახლის სამზარეულოდან

by Keti

ჩაის სმა ბრიტანულ ტრადიციად მხოლოდ მე17 საუკუნეში იქცა. თუმცა მას შემდეგ ეს პროცესი ხელოვნების დონემდე იქნა აყვანილი მონარქიულ ოჯახში.

ჩვენ დღეს მოგიყვებით, თუ როგორ ამზადებენ სამეფო ჩაის სასახლეში და როგორ სვამენ მას. საქმე სულაც არ არის მარტივად. სამეფო ოჯახს ჩაით ამარაგებს კომპანია ,,Twinings” (მე19 საუკუნიდან).

როგორ ამზადებენ ჩაის ბუკინგემის სასახლეში

სტივენ ტვინინგი ცნობილი ჩაის ბრენდის მარკეტინგის მენეჯერია. მისი აზრით, კარგი ჩაი უნდა დავაყენოთ 4 წუთის განმავლობაში. საუბარია ტრადიციულ შავ ჩაიზე. ჩაის დასაყენებელ ჭურჭელს უნდა გამოვავლოთ მდუღარე, შემდეგ შიგ ყრიან ჩაის ფოთლებს. ჭიქებიც მუდმივად თბილი უნდა იყოს.

იდეალური ჩაის მომზადების ბოლო ნიუანსი არის ცივი წყლის ადუღებამდე მიყვანა და მაშინვე გამორთვა. ტვინინგის აზრით, წყლის ხანგრძლივი დუღილის შემდეგ ჩაის გემო იცვლება.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც უნდა იცოდეთ, რათა მზად იყოთ ელიზაბეტ II-სთან ჩაის სმისთვის!

  • 1 ჭიქა ძალიან ცოტაა, 3 – ძალიან ბევრია.
  • ჩაის სმის რიტუალზე ოდითგან დღემდე საუკეთესო ტანისამოსს იცვამენ.
  • სამეფო ოჯახში, ტანსაცმლის დასაცავად, მუხლებზე ქსოვილის ხელსახოცს იფარებენ.
  • ნოყიერი კერძები ზედმეტია! როგორც წესი, დესერტი არის მსუბუქი. ელისაბედ II უპირატესობას ანიჭებს ჯემიან ან იმბირიან ტორტს.
  • სმის დროს ნეკა თითის ჰაერში გაშვერა აუცილებელი არ არის. სხვა ზედმეტი მანერულობაც ცუდ ტონად ითვლება.

ახლა თქვენ უკვე იცით სამეფო ჩაის სმის ყველა ნიუანსი. რა თქმა უნდა, ამ შესანიშნავი სასმლით ტკბობა შესაძლებელია პლასტიკური ჭიქითაც, გზაში – სასწავლებელში ან სამსახურში წასვლისას. ჩაი ყველგან ერთია, მაგრამ განწყობა შეიძლება იყოს სხვადასხვა. გირჩევთ ისარგებლოთ სტივენ ტვინინგის რჩევებით და სცადოთ ჩაის მომზადება ყველა წესის დაცვით!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!