მთავარი ჯანმრთელობა რატომ უნდა დავიწყოთ ძილი ღამის პერანგის გარეშე

რატომ უნდა დავიწყოთ ძილი ღამის პერანგის გარეშე

by Keti

კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც ძილი აკლიათ, როგორც წესი, აწუხებთ წონის პრობლემები, არიან ნაკლებად აქტიურები და მათი ზოგადი ჯანმრთელობაც რისკის ქვეშ დგას. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზა არის ღამის პერანგის გახდა.

ჩვენ დღეს გეტყვით, თუ რა უპირატესობები აქვს პიჟამოს გარეშე ძილს.

1. ეს დაგეხმარებათ უკეთ ჩაძინებაში

აღმოჩნდა, რომ როცა ჩვენი სხეულის ტემპერატურა დაბალია, გაცილებით უკეთ გვძინავს. ოთახში არსებულ მაღალ ტემპერატურას ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენი ტვინის იმ მიდამოზე, რომელიც ძილის ციკლს არეგულირებს, შედეგად კი ირღვევა ძილის ხარისხი. რა თქმა უნდა, ღამით დამატებით ტანტაცმლის ჩაცმა მეტად ახურებს ორგანიზმს, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი შიშველი დაძინებაა.

2. იცავს თქვენს კანს

კვლევამ აჩვენა, რომ ღამის პერანგის გარეცხვამდე, მათი ტარების საშუალო ხანგრძლივობა არის კაცებში 13 ღამე, ქალებში კი 17 ღამე. თუმცა ჰიგიენის სპეციალისტების თქმით, ეს საკმარისი შუალედი არ არის იმ მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც პიჟამოები ატარებს. ამასთან, პერანგის ქსოვილები ხშირად შეიცავს ქიმიკატებს, ეს კი აღიზიანებს კანს.

3. აუმჯობესებს ურთიერთობას

კანის კანთან კონტაქტი ხელს უწყობს ,,სიყვარულის ჰორმონის” – ოქსიტოცინის გამოყოფას. ამიტომ არის, რომ მშობიარობიდან მალევე შიშველი ჩვილის დედის სხეულზე დაწვენაა რეკომენდებული. სასიყვარულო ურთიერთობებში კი უფრო მეტი სიახლოვე და ინტიმურობა ჩნდება იმ ადამიანთან, ვისაც ვეხებით. ტანსაცმლის გარეშე ძილი მეტ სივრცეს მოგცემთ შეხებისთვის და უფრო ახლოს იგრძნობთ თავს თქვენს პარტნიორთან.

4. ხელს უშლის წონის მატებას

სხეულის გრილად ყოფნა გახდომას უწყობს ხელს. კვლევამ აჩვენა, რომ ცივი ტემპერატურა ზრდის სხეულში კალორიების წვის უნარებს. იმ ადამიანების სხეულში, ვისაც ცივ ოთახში სძინავთ, 75ით მეტი კალორია იწვება, ვიდრე ჩაფუთნული ადამიანების სხეულში.

5. ამაღლებს თვითშეფასებას

კვლევის თანახმად, შიშველი ძილი უფრო მეტად გვაყვარებს ჩვენს სხეულს და ზრდის კმაყოფილების შეგრძნებას. ამისთვის კი ღამე საუკეთესო დროა, ამიტომ ტანსაცმლის გარეშე დაძინება შესანიშნავად მოქმედებს საკუთარი თავის ხატის ჩამოყალიბებაზე და გვხდის უფრო თავდაჯერებულს.

თქვენ როგორ გძინავთ, პერანგით თუ პერანგის გარეშე? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!