მთავარი კულინარია სახლში რძით მომზადებული მაიონეზი კვერცხის გარეშე. ქოლესტერინი მინიმუმამდეა, ბევრად სასარგებლოა

სახლში რძით მომზადებული მაიონეზი კვერცხის გარეშე. ქოლესტერინი მინიმუმამდეა, ბევრად სასარგებლოა

by Keti

მარკეტების თაროები სავსეა სხვადასხვა ტიპის მაიონეზით, რომლებიც ნებისმიერი სახისა და ნებისმიერი გემოს მქონეა. თუმცა სახლში მომზადებული მაიონეზი ბევრად უფრო ჯანსაღია ყოველგვარი კონსერვატებისა და ქიმიური დანამატების გარეშე.

დღეს ჩვენ გთავაზობთ მაიონეზის რძეზე მომზადების რეცეპტს სახლის პირობებში. იგი მზადდება ძალიან სწრაფად და უხდება სალათებსა და სხვადასხვა კერძს. ეს მაიონეზი არ შეიცავს კვერცხს. უმჯობესი იქნება, თუ უარომატო ზეთს შეარჩევთ, ძმარი კი 7%იანი სჯობს. თუ მხოლოდ 9%იანი გაქვთ, რაოდენობა გაანახევრეთ ან ჩაანაცვლეთ ლიმონის წვენით. მაიონეზს ბოლოს დაამატეთ 3 ს. კ. ლიმონის წვენი და მიიტანეთ სუფრასთან.

ინგრედიენტები

  • 100 მლ რძე
  • 200 მლ ზეთი
  • ერთი ჩ. კ. მდოგვი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 2 ჩ. კ. შაქარი
  • 2 ს. კ. ძმარი

მომზადება

1. შეურიეთ თანაბარი ტემპერატურის ზეთი და რძე, დაამატეთ მარილი, შაქარი და ათქვიფეთ ბლენდერით შესქელებამდე.

2. მასას დაამატეთ მდოგვი და ძმარი, შემდეგ კვლავ აურიეთ.

აი, ასეთი უმარტივესი სახლის მაიონეზის რეცეპტი გაჩნდა თქვენს კულინარულ რვეულში. იგი არის უნივერსალური სოუსი, რომელიც წაადგება ნებისმიერ კერძს. დაგვეთანხმებით, რომ სახლის მაიონეზი ყოველთვის გემრიელი გამოდის!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!