მთავარი კულინარია ბერძნული ყავის ასე მომზადება ჩემმა ემიგრანტმა დაქალმა მასწავლა. ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

ბერძნული ყავის ასე მომზადება ჩემმა ემიგრანტმა დაქალმა მასწავლა. ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

by Keti

დილით ადგომა იშვიათად არის მარტივი საქმე, მით უმეტეს, თუ სამსახურში ხართ წასასვლელი. თუმცა დღის დასაწყისის გაუმჯობესება შეუძლია ერთ ჭიქა არომატულ ყავას. როგორ მოვხარშოთ იდეალურად ეს სასმელი? დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ყავის ბერძნულად მომზადების რეცეპტს.

ამ ტექნოლოგიით მომზადებული სასმელი აღიარებულია ყველაზე სასარგებლო ვარიანტად. ის იხარშება ქვიშაზე. სახლის პირობებში მსგავსი ეფექტი მიიღწევა, თუ მშრალ შაქარს ტაფას მოვაყრით. შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ ქურა.

ინგრედუიენტები

  • ერთი ჭიქა წყალი
  • 1,5 ჩ. კ. ყავა
  • 1-2 ჩ. კ. შაქარი

მომზადება

1. ყავა და შაქარი ჩაყარეთ სადუღარში, დაასხით მას წყალი და კარგად აურიეთ, რათა ბურთულები გაიხსნას.

2. სადუღარი დადგით დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ. არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ!

3. როცა სასმელი გაცხელდება და ზედაპირზე გაჩნდება ბუშტუკები, ცეცხლიდან გადმოდგით. ყავა კი დატოვეთ სადუღარში კიდევ ერთი წუთით.

4. ჩაასხით ყავა ჭიქებში, სუფრაზე მიიტანეთ ცივ წყალთან ერთად.

ახალმოდუღებული ყავა სვით ნელ-ნელა და დატკბით მისი თითოეული ყლუპით. წყალი აძლიერებს ყავის გემოს, ის ასუფთავებს გემოვნების რეცეპტორებს და ყოველი მომდევნო ყლუპი ისეთივე გაჯერებული გემოს მქონე იქნება, როგორც პირველი.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!