მთავარი კულინარია სამარხვო ოლადების ახალი რეცეპტი: უკვე რძის გარეშეც შეძლებთ მომზადებას!

სამარხვო ოლადების ახალი რეცეპტი: უკვე რძის გარეშეც შეძლებთ მომზადებას!

by Keti

მარხვის პერიოდში საკვების მომზადება რთული ამოცანაა, უნდა შეცვალოთ სტანდარტული რეცეპტები, ინგრედიენტები და თან შეინარჩუნოთ გემოც.

თუმცა სხვადასხვა ხრიკების გამოყენებით, სტანდარტული გემოს დაბრუნება შესაძლებელია. მოდით, მოვამზადოთ სამარხვო ოლადები, რომელიც სუფრასთან ცხელი უნდა მიიტანოთ. ძირითადად გამოიყენება ჩვეულებრივი ინგრედიენტები, ოღონდ რძის გარეშე.

წყალზე დამზადებული ფუმფულა ოლადები

ინგრედიენტები

  • 90 მლ წყალი (6 ს. კ.)
  • 60 მლ თბილი წყალი (4 ს. კ.)
  • 6 ს. კ. ფქვილი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • ერთი ჩ. კ. სწრაფად ხსნადი საფუარი
  • 1/4 ჩ. კ. მარილი
  • 2 ს. კ. ზეთი
  • ჯემი

მომზადება

1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, ამასობაში თასში გაცერით ფქვილი. დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ.

2. ფქვილი და შაქარი შეურიეთ საფუარიან წყალს. ჩაასხით მასში ზეთი. მასის მოსარევად სჯობს გამოიყენოთ სილიკონის კოვზი. დააფარეთ მასას ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ერთი საათით.

3. როგორც კი ცომი ამოვა, აღარ გადაზილოთ. აიღეთ ბლინის ტაფა და წაუსვით მას ცოტა ცხიმი. გააცხელეთ ტაფა და შემდეგ კოვზით დაალაგეთ მასზე ცომი. შეწვით ორივე მხარეს ოქროსფრის მიღებამდე.

4. მზა ოლადები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობისგან გამოდის დაახლოებით 9 ოლადები.

5. ამ კერძს ძალიან უხდება ჯემი, თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით. გემრიელად მიირთვით!

გაითვალისწინეთ, რომ ფქვილოვანი ნაწარმი დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ. რძის ნაცვლად წყლის გამოყენება არსებულ კალორიებს ბევრად შეამცირებს.

თქვენ როგორ ამზადებთ ოლადებს? მოგვიყევით კომენტარებში! ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!