მთავარი რჩევები მკერდის კიბოს წინაპირობები – 5 სიმპტომი, რომლითაც ორგანიზმი გაფრთხილებას გვიგზავნის!

მკერდის კიბოს წინაპირობები – 5 სიმპტომი, რომლითაც ორგანიზმი გაფრთხილებას გვიგზავნის!

by guramus

ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე 100%-იან შედეგს იძლევა. ადრეული დიაგნოსტიკა თქვენი ჯანმრთელობის უცილობელი გარანტია. მითუმეტეს თუ საქმე ისეთ საშიშ დაავადებას ეხება, როგორიც მკერდის კიბოა.

მკერდის კიბოს ნიშნები ხშირად 40 წლის და მეტი ასაკის ქალებში აღინიშნება. სიმსივნის გამომწვევი ფაქტორები ხშირად გენეტიკა, რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი ან ტრამვაა.

კიბოს ამერკულმა ასოციაციამ ამ დაავადების რამდენიმე ნიშანი დაადგინა. ეს ნიშნები აუცილებლად კიბოს არსებობაზე არ მიუთითებენ, თუმცა მათთვის ყურადღების მიქცევა მაინც ძალიან აუცილებელია. ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.

 1. ქავილი, სიწითლე და ტკივილი.

აღნიშნული სიმპტომები ძალიან საშიშია და ყურადღებით უნდა იყოთ. თუ ქავილი, სიწითლე და კანზე მაღალი ტემპერატურა გაქვთ, ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები სწრაფად მრავლდება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 2. ტკივილი ზურგის არეში;

როგორც წესი, ავთვისებიანი სიმსივნის დროს პაციენტები ტკივილს გრძნობენ მკერდის შიგნით და გადაცემით ხდება კუნთების და ხერხემლის ტკივილიც.

 3. ტკივილი და ცვლილებები იღლიაში;

სიმსივნე პირველად იღლიაში ვითარდება. კვანძები დიდდება და ხელით შეხებისას ქალი განიცდის ტკივილის. შესაძლებელია შესივდეს ბეჭი და იღლია. შემოწმებისას გასინჯეთ ორივე იღლია – არის თუ არა რაიმე განსხვავება მათ შორის. თუმცა, ასეთი ტკივილი შეიძლება სხვა დაავადებების მანიშნებელიც იყოს.

 4. გამონადენი დვრილებიდან

გამონადენი შეიძლება იყოს როგორც სისხლიანი, ასევე უსისხლოც. მისი შემჩნევა ძალიან ადვილია.

 5. ფორმის შეცვლა

ძუძუს ფორმა შეიძლება მრავალნაირად შეიცვალოს, გაჩნდეს ნაოჭები, ღრმულები, გამკვრივდეს ძუძუს თავები და ა.შ.

აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია სხვებსაც და იზრუნეთ მათ ინფორმირებულობაზე. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!