როგორი ქორწილი ექნება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

by guramus

ქორწინების დღე ცხოვრეაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა. წყვილები თვეობით ემზადებიან ამ მნიშვნელოვანი დღისთვის. განსხვავდება საქორწინო ცერემონიალებიც. ზოგს გრანდიოზული ცერემონია ურჩვევია, ზოგი ამჯობინებს მეგობრების და ახლობლების წრეში აღნიშნოს ეს დღე.

Genius.Ge გთავაზობთ მოკლე ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებსა და მათ საოცნებო საქორწინო ცერემონიის შესახებ.

კურო

ცერემონია ქალაქის ყველაზე ცნობილ ადგილზე გექნებათ. დიდხანს ილაპარაკებენ ამ დღის შესახებ. დარბაზი ყვავილებითა და ძვირფასი აქსესუარებით იქნება გაფორმებული, ზუსტად ისე, როგორც სამეფო ოჯახს შეეფერება.

ვერძი

თქვენ ტრადიციული ქორწილი გექნებათ. ისეთი, როგორიც ყველა ქართველს სისხლს აუდუღებს ძარღვებში.

ტყუპები

გექნებათ ყველაზე ახალგაზრდული ქორწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა. სტუმრები ისე გაერთობიან, წასვლა აღარ მოუნდებათ. მხიარულება რამდენიმე დღე გაგრძელდება. ეს იქნება ქორწილი გაცვეთილი წესებისა და ტრადიციების გარეშე.

კირჩხიბი

ეს იქნება ქორწილი სტუმრების გარეშე, რადგან თქვენ არ გიყვართ ხალხმრავალი ღონისძიებები. მხოლოდ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი. ეს იქნება დაუვიწყარი დღე და მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

ლომი

თქვენი საქორწინო ჩაცმულობა ყველას გააოცებს. ყველას მოუნდება თქვენთან ფოტოს გადაღება. დიდი ხანია ისაუბრებენ თქვენი ქორწილის შესახებ.

ქალწული

ეს იქნება პატარა და სადა ცერემონია, თუმცა ძალიან ლამაზი. ღია ცის ქვეს, მწვანე მინდორზე გაწყობილი მაგიდები საუცხოო და დასამახსოვრებელი იქნება ყველასთვის.

სასწორი
ძალიან ბევრ სიურპრიზს მოგიწყობენ მეგობრები ქორწილში. ყველა სტუმარი იცეკვებს თქვენთვის.

მორიელი

თქვენი საქორწინო ჩაცმულობა გააოცებს ყველას. ჟურნალ-გაზეთები წლის წყვილად შეგაფასებენ. არ გეყოლებათ ბევრი სტუმარი, მხოლოდ ახლო მეგობრები.

მშვილდოსანი

საქორწინო წვეულებას ბუნებაში მოაწყობთ. ეს იქნება ძალიან ეგზოტიკური ქორწილი. ისეთი, თქვენს სანაცნობოში ჯერ არავის რომ არ უნახავს.

თხის რქა

თქვენი ქორწილი ბევრი რამის გამო იქნება გამორჩეული. პირველ რიგში, ნეფე-პატარძლის სილამაზე, ლამაზად მორთული დარბაზი, უგემრიელესი საკჭმელები და სხვ. არ არის გამორიცხული, წლის ქორწილადაც აღიარონ ცნობილმა ჟურნალებმა

მერწყული

გექნებათ ტრადიციული ქორწილი. ერთი შეხედვით შეიძლება ძველებური სტილით, მაგრამ ორიგინალური და ძალიან ლამაზი. გეცმევათ ტრადიციული სამოსი. ულამაზესი ფოტოები დაგრჩებათ ამ დღიდან

თევზები

თქვენს ქორწილს ყველა სულმოუთქმელად დაელოდება. ბევრს ილაპარაკებენ ამ დღის შესახებ. ყველას მოლოდინებს გადააჭარბებთ და არაკეთილისმსურველთაც კი გულს აუჩუყებთ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ