მთავარი ტესტები ტესტი: გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ

ტესტი: გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ

by Keti

ყურადღებით შეხედეთ ქვემოთ გამოსახულ სურათებს და შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ ფერით ან ფორმით. შერჩეული ნახატი გამოხატავს თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მოცემული სიტუაციისთვის.

1. უზრუნველი, მოუწყინარი, მოთამაშე. ცხოვრება თქვენთვის თავისუფლება და სპონტანურობაა. თქვენი დევიზია – ,,ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთხელ”. არ გიყვართ არაფერსა და არავიზე დამოკიდებულება. სულ მზად ხართ სიურპრიზებისთვის.

2. დამოუკიდებელი, უშუალო, პირობითობის მიმართ უცხო. თქვენ ყოველთვის საკუთარი გზით მიდიხართ და არ სცნობთ ამ გზაზე დამაბრკოლებელ ფაქტორებს. არტისტული ბუნება გაქვთ, რომელსაც სამუშაოში ავლენთ. მუდმივად თავისუფლება გწყურიათ. ცხოვრობთ თქვენი წარმოდგენების შესაბამისად, თუნდაც ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გულისხმობდეს.

3. მიმართული თვითანალიზისკენ, მგრძნობიარე, სხვებზე მეტად ხართ ჩაფლული საკუთარ თავსა და გარემო სამყაროზე ფიქრებში. ვერ იტანთ ზედაპირულობას, უპირატესობას საკუთარ თავთან ყოფნას ანიჭებთ, ვიდრე ტყუილი ლაყბობის მოსმენას. თუმცა თქვენი ურთიერთობები მეგობრებთან ძალიან სავსეა, რაც ჰარმონიის გრძნობას და შინაგან სიმშვიდეს განიჭებთ.

4. ცხოვრების მოყვარული, ჰარმონიული, გაწონასწორებული. აფასებთ ბუნებრივობას და უბრალოებას, ადამიანები თქვენთან კომფორტულად არიან, რადგან მყარად დგახართ მიწაზე. ვინც თქვენთვის ძვირფასია, მათ ანიჭებთ დაცულობის შეგრძნებას მათზე ზეწოლის მოხდენის გარეშე. არ ხართ ბანაური და სკეპტიკურად უყურებთ მოდის ცვლილებებს.

5. პრაგმატული, პროფესიონალი, დარწმუნებული საკუთარ ძალებში. საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებთ და არ გაქვთ იღბლის იმედი. პრობლემებს მარტივი მეთოდებით წყვეტთ, ცხოვრებას კი რეალისტურად უყურებთ. თქვენ გენდობიან სამსახურში, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, კმაყოფილებას ვერ გრძნობთ.

6. მშვიდობისმოყვარე, განმსჯელი, არააგრესიული. ურთიერთობებში მსუბუქი და ამავე დროს ფრთხილი ხართ. ადვილად პოულობთ მეგობრებს, თუმცა გიყვართ დამოუკიდებლობაც. პერიოდულად დიდი სურვილი გაქვთ განმარტოვდეთ საკუთარ თავთან. თქვენთვის აუცილებელია პირადი სივრცე, თუმცა მარტოსული არ ხართ. ჰარმონიაში ხართ სხვებთან და საკუთარ თავთან.

7. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ანალიტიკოსი, რომელსაც შეგიძლია ენდო. თქვენ თანდათან აგროვებთ ნამდვილ მარგალიტებს, რომლებიც სხვებმა ხელიდან გაუშვეს თავიანთი ახლომხედველობის გამო. კულტურა დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში, გაქვთ საკუთარი სტილი – ექსკლუზიური და ელეგანტური. იდეალი, რომლის საფუძველზეც აგებთ თქვენს ცხოვრებას, დიდწილად განპირობებულია იმ კმაყოფილებით, რომელიც მას მოაქვს.

8. რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური. ძალიან მგრძნობიარე ნატურა ბრძანდებით, უარს ამბობთ რაციონალურ ხედვებზე და დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენს გრძნობებსა და ოცნებებს. უარყოფითად ხართ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ სცნობს რომანტიზმს და მხოლოდ გონებას ეყრდნობა. არაფერს აკეთებთ საიმისოს, რაც შეზღუდავს თქვენი ემოციების სიუხვეს.

9. დინამიური, აქტიური, ექსტრავერტი. თქვენ გახასიათებთ რისკების უდრტვინველად მიღების პრაქტიკა. საკუთარ თავს უკავშირებთ სხვადასხვა ძლიერ გარემოებას საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოს შესრულების ხარჯზე. რუტინა თქვენს პარალიზებას ახდენს.

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: