ყოველ ადამიანს თანდაყოლილი მოქნილობა აქვს, ამიტომ არის რომ ბავშვებს მარტივად შეუძლიათ შპაგატში ჩაჯდომა ან ფეხების თავს ზემოთ შემოწყობა. დროის სვლასთან ერთად, ჩვენ ვკარგავთ ბუნებრივ მოქნილობას და სახსრების მობილურობას. საოფისე სამუშაოები კი სიტუაციას უფრო აუარესებს. საბოლოო ჯამში კი, ხშირად იმ კაბის შეკვრასაც რთულად ვახერხებთ, რომელსაც ელვა შესაკრავი ზურგის მიდამოზე აქვს.
ჩვენ დღეს გთავაზობთ 5 სავარჯიშოს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სხეულის მოქნილობა და მისი ასაკობრივი ჯგუფი დაადგინოთ. მოემზადეთ – შედეგები შესაძლოა უსიამოვნო იყოს. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გახურდით: იხტუნავეთ ან გააკეთეთ ჩაჯდომები.
მხრის მოქნილობის შემოწმება
სცადეთ ეს:
- მარტივი იყო? გილოცავთ! ან კარგად აკეთებთ ან ახალგაზრდა ხართ.
- ,,გავაკეთე, მაგრამ რთული იყო.” მეტი უნდა ივარჯიშოთ.
- თუ ძალიან რთული იყო, ფრთხილად ასწიეთ ხოლმე იდაყვები ზურგს უკან. დარჩით ამ პოზაში რამდენიმე წუთით და პრაქტიკის შესაბამისად სხეულს მიაჩვევთ რთულ მოძრაობებს.
ზურგის მოქნილობის შემოწმება
სცადეთ ეს:
- თი იატაკზე მთელ ხელს დებთ, ეს დიდებულია. გააკეთეთ გაწელვები რეგულარულად.
- თუ იატაკს თითებით ეხებით, არაუშავს, მაგრამ მეტი უნდა ივარჯიშოთ.
- თუ იატაკს ვერ წვდებით, აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ. როგორც ჩანს, თქვენი ზურგის სახსრები კარგად მეგობრობენ ავეჯთან ან თბილ საბანთან.
კისრის წინა ნაწილისა და მხრის სარტყელის მოქნილობა
სცადეთ ეს:
- თუ ქუსლებს ვერ ეხებით, ძაანაც არ იწვალოთ ამაზე. მოხარეთ ზურგი უკუღმა და დააწყვეთ ხელები უკან. როგორც ჩანს თინეიჯერი აღარ ხართ და ამიტომ ავარჯიშეთ თქვენი მოქნილობა.
- თუ მარტივი იყო, გილოცავთ! ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
მენჯბარძაყის სახსარის მოქნილობა
სცადეთ ეს:
- თუ მუხლს შუბლით ეხებით და ამ პოზაში 2 წუთი მაინც ძლებთ, გილოცავთ! თქვენი ფიზიკურობა სკოლის ასაკის ბავშვის ფიზიკურობის მსგავსია.
- თუ მუხლს ვერ ეხებით და ფეხი მუდმივად გეხრებათ, თქვენი სახსრები მობილური არ არის და ზურგის კუნთებსაც გავარჯიშება სჭირდება.
მუხლის სახსარის მოქნილობა
სცადეთ ეს:
- ახალგაზრდობაში ეს სავარჯიშო რთული არ არის. გააკეთეთ პატარა ნაბიჯები და მოხაზეთ ასო A ფრთხილად.
- 30 წლის შემდეგ ეს სავარჯიშო რთულდება და ძნელი ხდება მისი გაკეთება იდაყვების, მუხლებისა და ზურგის მოხრის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ ხშირ გაწელვებს.
- თუ საერთოდ ვერ აკეთებთ ამას, ალბათ 50 წელს გადასცილდით და სპორტთანაც დიდად არ მეგობრობთ.
რომელი სავარჯიშო იყო თქვენთვის ყველაზე რთული? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!