იოგურტზე დამზადებული ნამცხვარი

by Keti Alaverdashvili

დესერტები თითქმის ყველა ადამიანს უყვარს, თუმცა ზოგს ცომეული აშინებს. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ისეთი ნამცხვრის რეცეპტს, რომელსაც არც ფქვილი აქვს და არც მანის ბურღული. იოგურტზე დამზადებული დესერტი გამოდის ძალიან გემრიელი, არის მარტივი მოსამზადებელი და ბიუჯეტური.

ნამცხვრის სიფაფუკე განპირობებულია კვერცხის ცილისა და გულის ცალ-ცალკე ათქვეფით. ეს უკანასკნელი დესერტს ფოროვან სტრუქტურას ანიჭებს.

იოგურტზე დამზადებული ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 400 გ ბერძნული იოგურტი
  • 100 გ შაქარი
  • 50 გ სახამებელი
  • ერთი ლიმონის ცედრა
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • შაქრის პუდრა
  • 20 სმ დიამეტრის მქონე საცხობი ფორმა

მომზადება

1. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ ერთმანეთისგან. სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული და შაქარი.

2. ნარევს დაამატეთ იოგურტი, სახამებელი და ლიმონის ცედრა. კარგად აურიეთ.

3. ათქვიფეთ მიქსერით კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის წარმოქმნამდე. პროცესის დაჩქარებისა და მასის მოცულობის გაზრდისთვის დაგეხმარებათ ლიმონის წვენი. როგორც კი ცილა აქაფებას დაიწყებს, დაამატეთ მას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

4. ათქვეფილი ცილის მასა ჩაამატეთ კვერცხის გულის მასაში.

5. ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს სათქვეფით.

6. საცხობ ფორმას ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასში ცომი.

7. ღუმელი გააცხელე 170 გრადუსზე, გამოაცხე 45 წუთის განმავლობაში.

8. სურვილის შემთხვევაში ნამცხვარს ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა. სულ ეს არის, ჩვენი ნამცხვარი უკვე მზადაა!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

0

ასევე დაგაინტერესებთ