საოჯახო სასმელი, რომლის მირთმევის შემდეგაც სტუმრებს სახლში წასვლა აღარ მოუნდებათ

by Keti Alaverdashvili

წვეულებების დროს მსუბუქ სასმელთან ერთად ზოგჯერ სასურველია რაიმე მაგარის მიღებაც. ხშირად ნაყიდი სასმელი ჩვენი გემოვნების არ არის, ამიტომ უმჯობესი იქნება მოვამზადოთ სახლში. ამ შემთხვევაში ეს გემრიელიც არის და შედარებით იაფიც გამოდის.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ორიგინალური სასმელის რეცეპტს, რომელიც ყველაზე სასოწარკვეთილ ადამიანსაც კი გაამხნევებს.

შავი ქლიავის ნაყენი

ინგრედიენტები

  • 3 ლ 40-45%იანი ეთილის სპირტი
  • 6 ცალი კურკიანი შავი ქლიავი
  • 100 გ შაქარი
  • 3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 10 ცალი მიხაკი
  • ერთი პაკეტი ვანილინი
  • 2 ს. კ. შავი ჩაი

ეს ნაყენი საკმაოდ მარტივად მზადდება. დრო მხოლოდ სასმელის დაყოვნებას სჭირდება. გამოიყენეთ ჩვეულებრივი სამლიტრიანი მინის ქილა და მოათავსეთ მასში ყველა ინგრედიენტი. შავი პილპილის მარცვლები და მიხაკი ცოტათი დანის წვერით ჩაჭერით.

შეავსეთ ქილა ნახევრამდე, კარგად აურიეთ და შემდეგ ბოლომდე გაავსეთ. მოათავსეთ ის ბნელ ადგილას რამდენიმე დღით. საკმარისი იქნება 3 დღე, თუმცა უკეთესი იქნება, თუ 8 დღით დადგამთ.

დღეში ერთხელ ან ორჯერ ქილა კარგად შეანჯღრიეთ. სასმელი შეიძლება აიმღვრეს, მაგრამ ეს ნორმალურია. შემდეგ ის უნდა გადაწუროთ ბამბაზე, რათა კარგად გაიფილტროს. შემდეგ ჩაასხით ლამაზ ბოთლებში და მოათავსეთ მაცივარში. გამოიღეთ უშუალოდ მირთმევის წინ.

შეგიძლიათ სანელებლები საერთოდაც არ დაამატოთ, მაგრამ დაგვიჯერეთ, ისინი ძალიან უხდება.

თქვენ თუ აკეთებთ რაიმე სპირტიან ნაყენს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

0

ასევე დაგაინტერესებთ