მთავარი ჯანმრთელობა პედიატრი თამარ ობგაიძე: ეს არის განძი ბავშვის ორგანიზმისთვის. აი, როგორ ავარჩიოთ და რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს.

პედიატრი თამარ ობგაიძე: ეს არის განძი ბავშვის ორგანიზმისთვის. აი, როგორ ავარჩიოთ და რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს.

by guramus

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის -როგორ ავარჩიოთ და რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინ შორეულ მექსიკაში მოჰყავდათ და აფასებდნენ ამ მზისფერ ბახჩეულს (თუ ხილს, არ ვიცი, ვერ ვიდავებ🤩🤩🤩), რომელსაც თურმე სხვადასხვა სახით ამზადებდენენ ინდიელები -ხარშავდნენ, წვავდნენ, თუშავდნენ და ამზადებდნენ გემრიელ სასარგებლო საკვებს, თესლებისაგან ზეთს ხდიდნენ, სქელი ქერქებისაგან კი ჭურჭელისათვის იყენებდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ისევე როგორც ბევრი სხვა პროდქუტი, ევროპელებმაც გაიცნეს გოგრა.

აშშ-ში ფერმერები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს დიდი ზომის გოგრის მოყვანაში.

რეკორდსმენად დღემდე ითვლება გოგრა, რომელიც 302 კგ-ს იწონის. მებაღე-დეკორატორები და სელექციონერები მცირე ზომის, სხვადასხვა ფორმის გოგრების გამოყვანაზეც ბევრს მუშაობენ.

როგორ ავარჩიოთ გოგრა ბავშვისათვის

გოგრის მრავალი ჯიში არსებობს, თუმცა ძირითადად გავრცელებულია სამი სახეობის გოგრა -ჩვეულებრივი, დიდნაყოფიანი და ჯავზისებრი.

ითვლება, ჯავზისებრი გოგრა უფრო მოტკბო და გემრიელია. გაჭრილი გოგრის დათვალიერებისას ყურადღება მიქციეთ მისი რბილობის ფერს. უფრო მკვეთრი ფერის რბილობის მქონე გოგრა, ჩვეულებრივ, უფრო ტკბილია. ფორთოხლისფერი რბილობის მქონე გოგრა უფრო მაგარია.

გოგრის არჩევისას დააჭირეთ ხელი მის კანს. თუ კანი რბილია, ის ახალი მოკრეფილი არ არის. დაკაკუნებისას ყრუ ხმა მიგანიშნებთ, რომ გოგრა მწიფეა.

ახალმოკრეფილ გოგრას მოტკბო, არომატული სურნელი აქვს.

თუ გოგრას გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, ის რამდენიმე თვეს შეინახება. თუ შეიძინეთ გაჭრილი გოგრის ნაჭერი, მაცივარში 7-10 დღეზე მეტი არ შეინახოთ.

გოგრის თესლი

არ გაიმეტოთ გადასაყრელად. გამშრალი გოგრის თესლი ძვირფასი საკვებია, რადგან მისი ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის და სტეარინის უჯერ მჟავებს, ასევე ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, A და C ვიტიმინს. აქვს სისმსივნის საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, სპილენძს, კალიუმს. მის შემადგენლობაში 28% ცილაა.

გოგრის ქიმია

იცით, რომ გოგრაში A ვიტამინი 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში?! ✅შეგახსენებთ, ეს ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, მისი მხედველობის ჩამოყალიბებისათვის.

გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც უჯრედების მემბრანების ნამდვილი მცველია და იცავს მათ რადიაციისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.

K ვიტამინი, რომელიც გოგრაშია , სისხლის შედედებას უზრუნველყოფს.

D ვიტამინი აუცილებლია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწერსიგებისა და ადრეულ ასაკში რაქიტის პროფილაქტიკისათვის.

გოგრა მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს სპილენძს, თუთიას, რკინას, მის შემადგენლობაშია აგრეთვე ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ფტორი, კალციუმი.

შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია და ნაწლავთა შეკრულობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.

გოგრა კარგად ეხამება ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, ხორცს, ამიტომ მისი გამოყენება მრავალი კერძის შემადგენლობაში შეგიძლიათ.

აუცილებლად შეიტანეთ რაციონში 6 თვიდან გემრიელი და ძალიან სასარგებლო გოგრის პიურე.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

პედიატრი თამარ ობგაიძე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: