რატომ უნდა შევწყვიტოთ ტელეფონის გამოყენება ტუალეტში ყოფნისას

კვლევის თანახმად, უმეტესობა ჩვენგანი სმარტფონებზეა დამოკიდებული და ერთი შეხედვით ეს არცთუ ისე საზიანო ჩანს, მაგრამ რეალობა სხვანაირია. თუ თქვენ აბაზანაშიც არ შეგიძლიათ შესვლა ტელეფონის გარეშე, უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული რისკები. ეს არამხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ აისახება ჩვენს გონებასა და მუშაობის ხარისხზე.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა ატაროთ სმარტფონი საპირფარეშოში.

ეს აგროვებს ბევრ მავნე ბაქტერიას

რატომ უნდა შევწყვიტოთ ტელეფონის გამოყენება ტუალეტში ყოფნისას

ახალი კვლევის მიხედვით, ტელეფონი ტუალეტის დასაჯდომზე უფრო ბინძურია.

მობილური ტელეფონი დაფარულია ნაწლავის ჩხირით. ეს მავნე ბაქტერია კი დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა საკვებისმიერი მოწამლვა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ბაქტერია, რომელიც შესაძლოა აბაზანაში შეგხვდეთ.

ეს პროცესი ზრდის ბუასილის განვითარების რისკს

ტუალეტში ტელეფონის შეტანის შემთხვევაში ადამიანი ბევრად უფრო მეტ ხანს ზის უნიტაზზე, ამ დროს კი შინაგან ორგანოებს წნევა აწვება. ბოლო კვლევების თანახმად, ბუასილის გავრცელება სმარტფონების პოპულარიზაციას უკავშირდება. ამის გარდა, ტუალეტში ტელეფონით გატაცება ბევრისთვის დასვენებაა, სინამდვილეში კი ეს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას იწვევს.

ზღუდავს ფიქრის უნარს.

რატომ უნდა შევწყვიტოთ ტელეფონის გამოყენება ტუალეტში ყოფნისას

მობილური ტელეფონები არღვევს ჩვენს კონცენტრაციას და ფიქრის უნარს, ასევე ზღუდავს პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას, მაშინაც კი, როცა ტელეფონი გამორთულია და მისით არ ვსარგებლობთ.

ამიტომ, ჩვენი გონებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ტელეფონის გარეშე მეტი დრო გავატაროთ, ზოგჯერ ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რათა კარგად გახდეს. ამისთვის აბაზანაში სმარტფონის გარეშე შესვლა კი ძალიან კარგი გამოსავალია.

შესაძლოა გამოიწვიოს მენჯის დიაფრაგმის დისფუნქცია.

რატომ უნდა შევწყვიტოთ ტელეფონის გამოყენება ტუალეტში ყოფნისას

უნიტაზზე დიდხანს ჯდომა ცუდად აისახება ჩვენს კუნთებზე. შესაძლოა დაზიანდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, შარდის ბუშტი, ვაგინა, ვინაიდან დიდხანს ჯდომა ასუსტებს მენჯის ძვლებს, ეს უკანასკნელი კი ჩამოთვლილი ორგანოების მთავარი დასაყრდენია.

იზრდება ტელეფონზე დამოკიდებულება

რატომ უნდა შევწყვიტოთ ტელეფონის გამოყენება ტუალეტში ყოფნისას

სმარტფონზე დამოკიდებულება დღევანდელი სამყაროს სერიოზული პრობლემაა. 10დან 1 ადამიანს ურჩევნია თითი დაკარგოს, ვიდრე მობილური ტელეფონი. ეს კი ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი.

თქვენ რა აზრის ხართ სმარტფონებზე დამოკიდებულების შესახებ? ეთანხმებით, რომ ეს საზიანო ტენდენციაა? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი!

Loading...

  კომენტარები