მთავარი კულინარია აქამდე არ მიცდია ბლინების მიკროტალღურში გამოცხობა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა

აქამდე არ მიცდია ბლინების მიკროტალღურში გამოცხობა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა

by Keti

მიკროტალღურში მომზადებული ბლინები საკმაოდ წარმატებული გამოდის. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ტკბილი, ისე მარილიანი ფირფიტები. თუ მარილიან ბლინებს წაუსვამთ პაშტეტს ან მსგავს პასტას, თავისუფლად შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზეც მიიტანოთ.

ინგრედიენტები

  • ნახევარი ლ რძე
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 200 გ ფქვილი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • 30 გ კარაქი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. ჩაასხით ამ მასაში რძე. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად აურიეთ სათქვეფით.

2. ბოლოს დაამატეთ ზეთი და ცოტა ვანილი. ერთხელ კიდევ აურიეთ და დადგით 15 წუთით.

3. ბრტყელ კერამიკულ თეფშს წაუსვით გამდნარი კარაქი. დაასხით მასზე 2 ს. კ. ცომი და გამოაცხეთ მიკროტალღურში ერთი წუთის მანძილზე, აუწიეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე.

4. ამასობაში იგივე პროცედურა მეორე თეფშზე ჩაატარეთ. უკეთესი იქნება თუ ოთხ თეფშს გამოიყენებთ, იმისთვის, რომ მზა ბლინები კარგად გაცივდეს და ცხობის პროცესიც არ შეწყდეს. თეფშს ყოველ ჯერზე წაუსვით კარაქი.

ცომის ამ რაოდენობით უნდა გამოვიდეს დაახლოებით 20 საშუალო ზომის ბლინი. თუ ერთბაშად ეს რაოდენობა არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ცომი ბოთლში ჩაასხათ და მაცივარში შეინახოთ, მაგრამ არაუმეტეს 48 საათისა. ასეთ ბლინებს ძალიან უხდება ვაშლის ჯემი, მშვენიერი საუზმე ან დესერტია.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: