მთავარი ტესტები სახალისო თავსატეხი: შეგიძლიათ იპოვოთ პეპელა? ეს ტესტი გამოარკვევს, ექსტროვერტი ხართ თუ ინტროვერტი

სახალისო თავსატეხი: შეგიძლიათ იპოვოთ პეპელა? ეს ტესტი გამოარკვევს, ექსტროვერტი ხართ თუ ინტროვერტი

by Keti

სამყარო განსხვავებული ტიპის ადამიანებით არის სავსე. ზოგი მათგანი თავის თავშია ჩაკეტილი, ზოგი კი მეტ სოციალიზაციას ანიჭებს უპირატესობას. საბოლოოდ, არ არსებობენ მთლიანად ინტროვერტი ან სრულად ექსტრავერტი ადამიანები. ინტროვერტები მეტად ფოკუსირებულნი არიან შინაგან ემოციებზე და მარტო ყოფნის დროს ისვენებენ. ექსტრავერტები კი ენერგიას სხვებთან ურთიერთობით იღებენ. ამ ორს შუა მყოფებს კი ამბივერტებს უწოდებენ.

ინტროვერტობაც და ექსტროვერტობაც სპექტრია და განწყობის მიხედვით იცვლება, თუმცა ზოგი ადამიანი სპექტრის ერთი ნაწილისკენ უფროა მიდრეკილი. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ როგორი ხართ თქვენ. დააკვირდით ფოტოებს კარგად.

1. იპოვეთ კუ ფოთლებს შორის

კუ საგულდაგულოდ იმალება, არა? თუ პოვნა გაგიძნელდათ, დააკვირდის სურათის მარჯვენა ქვედა მხარეს.

იპოვეთ?

თუ კვლავ ვერ ხედავთ, პასუხი ქვემოთ არის შემოხაზული:

ახლა კი მორიგი ტესტი:

2. იპოვეთ პეპელა თუთიყუშებს შორის

ეს ფერადი თუთიყუშები პატარა და ლამაზ პეპელას მალავენ.

გიჭირთ მისი პოვნა? განაგრძეთ დაკვირვება, თუ ჯერ არ დაგინახავთ.

თუ ვერ მიაგენით პეპელას, ნახეთ ქვემოთ პასუხი:

თუ გაგიმარტივდათ კუსა და პეპლის პოვნა, ესე იგი, ინტროვერტი ხართ. თქვენ დეტალებში ჩაღრმავება გჩვევიათ და კარგად გამოგდით დაკვირვება. ადამიანები წყნარ ტიპად მიგიჩნევენ, თვლიან, რომ რთულად ამოსაცნობი ხართ. თქვენ გირჩევნიათ რამდენიმე მეგობართან გაატაროთ დრო, ვიდრე დიდ სოციალურ წრეში.

თუ ცხოველები რთულად იპოვეთ, შესაძლოა ეს ექსტრავერტობის ბრალი იყოს. თქვენ უმეტესად გარე სტიმულებზე ხართ ფოკუსირებული და გიყვართ გუნდური მუშაობა, მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და დიდხანს მარტო ყოფნისას თავს იზოლირებულად გრძნობთ. გაქვთ უამრავი კარგი იდეა და ახალი ინტერესები.

თუ საბოლოოდ იპოვეთ ცხოველები, მაგრამ ამისთვის დრო დაგჭირდათ, ესე იგი, ამბივერტი ხართ. ინტროვერტობასა და ექსტრავერტობას შორის იმყოფებით და ცოტ-ცოტა ორივე ხართ.

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: