მთავარი საკითხავი ფროიდის გენიალური ფრაზები

ფროიდის გენიალური ფრაზები

by guramus

ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.

გამოუვლენელი ტრფიალი პირველად თავის თავს ამხელს მტრობითა და აგრესიის მიდრეკილებით.

მტრულ განწყობას არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა, ამიტომაც ეკონომიკური მომენტებიდან ის შეიცვლება სიყვარულის განწყობით, რომელიც მეტ შანსს გვთავაზობს დაკმაყოფილებისათვის.

ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის.

ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე, აგრესიული ხდება თავის მე-იდეალში.

ადამიანი რაც უფრო ეუფლება თავის აგრესიას, მით უფრო მაღლდება მისი იდეალის აგრესიის მიდრეკილება საკუთარი „მე“-ს წინააღმდეგ.

შიში არის საშიშროების წინაშე უკანდახევის გამოხატულება.

წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა.

ცრუმორწმუნეობა ზოგჯერ მიზანშეწონილია და გამართლებული, სხვა შემთხვევაში კი მცდარი და საზიანო და მაინც არასდროს არ ვიცით, როდისაა ერთი და როდისაა მეორე.

როცა ცხოვრება თავისი მკაცრი დისციპლინის კალაპოტში გვაქცევს, ჩვენში ღვივის წინააღმდეგობა აზროვნების კანონების სიმკაცრისა და მონოტონობის მიმართ და რეალობის შემოწმების მოთხოვნების საპირისპიროდ.

ადამიანი ავადდება კონფლიქტით ლტოლვის ცხოვრების მოთხოვნებსა და ამათ საპირისპიროდ მათში არსებულ წინააღმდეგობის გაწევას შორის.

რაც უფრო ღრმად ვიჭრებით სულიერი პროცესების შესწავლაში, მით უფრო მეტს ვგებულობთ მათი სიმდიდრისა და სირთულის შესახებ.

ადამიანის ბუნებრივი სიკეთის რწმენა ის ცუდი ილუზიაა, რომლისგანაც ელოდებიან მათი ცხოვრების შელამაზებასა და გაადვილებას მაშინ, როცა სინამდვილეში მას მხოლოდ ვნება მოაქვს.

ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: