მთავარი კულინარია ორიგინალური ვახშამი კვერცხით

ორიგინალური ვახშამი კვერცხით

by Keti

ფრანგულ სამზარეულოში ასეთი შესანიშნავი კერძი მოიპოვება – გემრიელი ვახშამი კვერცხით ყველისა და სანელებლების ერთობლიობით. გირჩევთ მოამზადოთ, ძალიან გემრიელია.

შეგიძლიათ, სურვილის მიხედვით, დაამატოთ ბეკონი ან ქათმის ხორცი. თუ მწარე არ გიყვართ, წიწაკა ჩილს ნუ გამოიყენებთ.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ხახვი
  • 2 ცალი პომიდორი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 100 გ მოცარელა
  • 50 მლ ზეთი
  • 5-7 ცალი ზეთისხილი
  • 3 ცალი წიწაკა ჩილი
  • ნახევარი კონა ქიძი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ნახევარი ჩ. კ. კვლიავი
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება

1. წვრილად დაჭერით ხახვი, პომიდორი კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი შეწვით ზეთში, დაამატეთ ტომატპასტა.

2. მოაყარეთ მარილი, სანელებლები და დაჭრილი ქინძი. აურიეთ და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

3. მოხარშეთ კვერცხი, გააციეთ და გაფცქვენით. თითოეული მათგანი გაყავით შუაზე და ჩაალაგეთ სოუსში ისე, რომ გაჭრილი მხარე ქვემოთ იყოს.

4. შემდეგ მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი მოცარელა და ზეთისხილი. ყოველ წიწაკა ჩილს მოაჭერით კუდი ისე, რომ დარჩეს რბილობის ერთი სმ. ჩაალაგეთ ისინიც ტაფაში.

5. შუშეთ ცეცხლზე კვლავ 2-3 წუთის განმავლობაში, თავდახურულ ტაფაზე. შემდეგ კი მიიტანეთ სუფრასთან ტაფით.

არომატული და პიკანტური სოუსი და მოხარშული კვერცხი ერთად ძალიან გემრიელია და თან მალე დაგანაყრებთ. ასევე თქვენს ფიგურაზეც არ აისახება.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: