ტესტი: შეგიძლია გამოიცნო, რომელი გოგონა მოსწონს ბიჭს? დააკვირდით მათი სხეულის ენას!

by Keti Alaverdashvili

თავსატეხები ტვინის კუნთებს შესანიშნავად ავარჯიშებს, თუმცა ამის დრო ნაკლებად გვაქვს ხოლმე. ინტერნეტი სავსეა უარყოფითი სიახლეებით და ეს ნეგატივი ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. სჯობს, ცოტა ხნით პოზიტიურ ტესტზე ვფოკუსირდეთ.

ტვინის გააქტიურების ერთ-ერთი მარტივი გზა ქვიზებია. ის ზრდის კონცენტრაციის უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. აგრეთვე ებრძვის მოწყენილობას.

ტესტების საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ ცოდნა გეოგრაფიაში, ისტორიაში და ა. შ. ამასთანავე სხეულის ენასა და სხვა კოგნიტურ უნარებში. ეს ქვიზი გვაჩვენებს თუ რამდენად კარგად შეგვიძლია ხალხის კითხვა. დააკვირდით ფოტოს, რომელზეც სამი გოგო ერთ ბიჭს უყურებს. ბიჭს კი ერთ-ერთი მათგანი მოსწონს. სწორი პასუხი დეტალებშია.

ჩვენი სხეულის ენა ბევრს ამბობს ჩვენ შესახებ. ჯდომის, დგომის და ხელების გადაჯვარედინების სტილიც კი გამოხატავს გონების მდგომარეობას. ფოტოზე გოგონებს განსხვავებული დგომის სტილი და გამომეტყველება აქვთ. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბიჭს ის გოგო მოსწონს, რომელიც სწორედ ამ ბიჭით არის დაინტერესებული. მაგრამ რომელია ეს გოგო?

აირჩიეთ სავარაუდო ვარიანტი და ნახეთ სწორი პასუხი ქვემოთ.

პასუხი არის 2, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონა ბიჭისგან მოშორებით დგას, მისი ფეხები მაინც ობიექტისკენ არის მიტრიალებული. ბიჭის ფეხებიც გოგონასკენაა. პირველი და მესამე გოგონაც ბიჭს უყურებენ, მაგრამ მათი ფეხები ბიჭისკენ არ არის მიმართული. ეს ქვიზი შესანიშნავად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ ვიცნობთ ადამიანის გონებას.

სხეულის ენა შესანიშნავად ავლენს ადამიანთა ინტერესებს, ჩვენ სხეული მთლიანად იმისკენ გვაქვს მიბრუნებული, ვინც მოგვწონს. შეგიძლიათ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეამჩნიოთ. თუკი ადამიანი გესაუბრებათ, მაგრამ ფეხები სხვა მიმართულებით აქვს დაწყობილი, ესე იგი, დიდად არ აინტერესებთ.

ასევე სხვა ადამიანის დამოკიდებულების დასადგენად შეამოწმეთ მათი თვალით კონტაქტი. თვალებში ხანგრძლივი და პირდაპირი ყურება ნიშნავს, რომ ვიღაც მოგვწონს.

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

ასევე დაგაინტერესებთ