ბევრ ჩვენგანს ყელი უშრება და გული უჩქარდება იმ სიტუაციებში, როცა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ამ მომენტს უმეტესად შიში განაპორობებს. ზოგი ადამიანი ამას კარგად უმკლავდება, ზოგი კი წვალობს. მათ დრო, ენერგია და ამ ყველაფრის გადამუშავება სჭირდება. თუმცა ესეც არ არის შიშისგან თავის დაღწევის გარანტია.
ბევრს სიმაღლის, ობობების, წყლის, ფრენის და ა. შ. შიში აქვს. ამ შიშებს ქვეცნობიერი მართავს. კვლევის თანახმად, ბავშვობის ტრავმები და საშიში გამოცდილებები დიდი ხნის მანძილზე რჩება ჩვენს გონებაში. არაცნობიერში ბევრი ისეთი რამ იმალება, რაც ხშირად გონების ზედაპირზე არ ჩანს.
ჩვენ გთავაზობთ ტესტს, რომელიც გიამბობთ თქვენს ქვეცნობიერ შიშებზე, რომლებსაც ურთიერთობებისას განიცდით. დააკვირდით ფოტოს.
რა შეამჩნიეთ პირველი შეხედვისას? მთვარე, ხე, სახე თუ ადამიანი?
აი რას აღწერს თითოეული მათგანი.
1. მთვარე
მთვარე ღამის ლამაზი ნაწილია, მაგრამ ეს გამოხატავს თქვენს ქვეცნობიერ შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხართ პარტნიორის მსგავსად მიმზიდველი. ამის გამო ხშირად თავს უმწეოდ გრძნობთ და ეჭვიანობთ. ამიტომ ფიქრობთ, რომ პარტნიორს საკმარისად არ უყვარხართ, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ თქვენ შორის ჯანსაღი კომუნიკაცია იქნება, ვერაფერი დაგაშორებთ.
2. ხე
ხე წლების მანძილზე ნიადაგშია, სანამ მას ვინმე ფესვებიანად არ ამოძირკვავს. თუ პირველად ხე დაინახეთ, თქვენ გაშინებთ ურთიერთობაში კონტროლის დაკარგვის შიში. თქვენ ძლიერი ინდივიდი ხართ, გიყვართ თქვენი დამოუკიდებლობა და მყარად დგახართ მიწაზე. თუმცა თქვენს სივრცეში ვინმეს გამოჩენა ხშირად შფოთვით გავსებთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეძლებთ კონტროლის შენარჩუნებას თუკი სწორ საზღვრებს დაადგენთ და დაიცავთ თქვენს პირად სივრცეს.
3. სახე
სახე გამოხატავს თქვენს შიშს, თითქოს სათანადოდ არ გამოხატავთ პარტნიორის მიმართ ემოციებს ან გრცხვენიათ კომუნიკაციის წამოწყების. თქვენი ინტროვერტობა გაფიქრებინებთ, რომ არასაკმარისი ხართ პარტნიორისთვის. თუმცა თუ თქვენი პარტნიორი კმაყოფილია ამ ურთიერთობით და არ წუწუნებს, ესე იგი, მისთვის იდეალური ხართ.
4. ეული ადამიანი
თუ პირველად მარტო მდგომი ადამიანი შეამჩნიეთ, შესაძლოა თქვენი ქვეცნობიერი შიში უკავშირდება თქვენს მარტოსულობას. ალბათ თავს მაშინაც მარტო გრძნობთ, როცა პარტნიორთან ერთად ხართ. არ იდარდოთ, ბევრ ჩვენგანს აქვს ეს განცდა და ასე ფიქრი პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თუ პარტნიორი თქვენი ადამიანია, მუდამ თქვენთან იქნება – სასიამოვნო და რთულ სიტუაციებშიც.
გაუზიარეთ ქვეცნობიერის ტესტი თქვენს მეგობრებსაც!