მთავარი ტესტები ტესტი: შეამოწმეთ, რამდენად პრაგმატული ადამიანი ხართ!

ტესტი: შეამოწმეთ, რამდენად პრაგმატული ადამიანი ხართ!

by Keti

პრაგმატიკოსი – ეს არის ადამიანი, რომელიც თავის საქციელებს მიმართავს პრაქტიკულად სასარგებლო შედეგების მისაღებად. რამდენად პრაგმატული ადამიანი ხართ თქვენ, ამას გაიგებთ, თუკი შემდეგ შეკითხვებს უპასუხებთ:

1. რომელი მეთოდია თქვენთვის ოპტიმალური რაიმეს ასათვისებლად?

ა. უბრალოდ უნდა დაიწყოთ – 3 ქულა

ბ. გაიაროთ კურსი – 2 ქულა

გ. სწავლობთ სხვის მაგალითზე – 1 ქულა

2. თქვენ იყიდეთ ახალი თარო, აწყობის ინსტრუქციაში დაშვებულია შეცდომა. რას იზამთ?

ა. წახვალთ მაღაზიაში და შეისწავლით უკვე აწყობილ ნაკეთობას – 2 ქულა

ბ. ააწყობთ ისე, როგორც გნებავთ – 1 ქულა

გ. ჩააბარებთ უკან – 3 ქულა.

3. თქვენ გაჩუქეს ახალი თამაში, სადაც უნდა ჩართოთ ინტელექტი. რამდენ ხანს დაკავდებით მისით?

ა. მაშინვე სარდაფში შეინახავთ – 1 ქულა

ბ. სწრაფად დაკარგავთ ინტერესს – 2 ქულა

გ. ითამაშებთ სრულ ათვისებამდე – 3 ქულა.

4. იმყოფებით საზღვარგარეთ და არ იცით ენა. როგორ გაარკვევთ, როდის მოვა ავტობუსი?

ა. შეისწავლით ახლომახლო მდებარე ავტობუსის გაჩერებებს – 3 ქულა.

ბ. შეეცდებით ჟესტებით აუხსნათ კითხვა – 1 ქულა.

გ. გამოიყენებთ ლექსიკონს და ისე დაეკონტაქტებით გამვლელებს – 2 ქულა.

5. დაინახეთ, რომ სახლში რაღაც აალდა. როგორ მოიქცევით?

ა. შეეცდებით დამოუკიდებლად ჩააქროთ ცეცხლი – 1 ქულა.

ბ. მიმართავთ დახმარებას – 3 ქულა.

გ. გამოიძახებთ სახანძროს – 2 ქულა.

6. დროა შეცვალოთ სამზარეულოს განლაგება. რა კრიტერიუმებით ისარგებლებთ?

ა. კარგი დიზაინი – 2 ქულა

ბ. ფასი და ხარისხი – 1 ქულა

გ. მოხერხებულობა – 3 ქულა.

დავაჯამოთ ქულები:

6-9 ქულა

თქვენ პრაქტიკოსი ხართ და ყოველთვის იწყებთ საქმეს სიამოვნებით, რაც არ უნდა რთული იყოს ის. სწრაფად იაზრებთ, თუ რა საიდან უნდა დაიწყოთ და იწყებთ მოქმედებას.

10-14 

თქვენ მიეჩვიეთ მხოლოდ საკუთარი და ჯანსაღი აზრის მოსმენას, თუმცა არცთუ ისე იშვიათად იბნევით შესაძლებლობათა მრავალფეროვნებაში ნაცვლად იმისა, რომ საქმეს სერიოზულად და ფხიზლად მიუდგეთ.

15-18

თქვენ ძალიან მომთმენი ხართ და ფლობთ მდიდარ ფანტაზიას, როცა ეძებთ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის გზას. თუმცა ზოგჯერ ზომიერების გრძნობა გღალატობთ: საჭირო არ არის ყველაფრის გართულება.

გაუზიარეთ პრაგმატულობის ტესტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: