მთავარი ტესტები ტესტი: მოძებნეთ ლეკვი ამ ვიდეო ზარის სურათში, თუ 100%იანი დაკვირვების უნარი გაქვთ!

ტესტი: მოძებნეთ ლეკვი ამ ვიდეო ზარის სურათში, თუ 100%იანი დაკვირვების უნარი გაქვთ!

by Keti

დროა მორიგი ქვიზით ვიხალისოთ. იცით, რომ ტესტები ნაჩხუბარ შეყვარებულებსაც არიგებს და მათ სასაუბრო თემას აძლევს? ვინაიდან ხშირად ადამიანს მათი დამოუკიდებლად გადაჭრა უჭირს. ქვიზები ასევე ავითარებს დაკვირვების უნარს და გვიმოწმებს მხედველობას, მით უმეტეს, თუ სურათში პატარა ზომის არსებაა მოსაძებნი.

ალბათ ვიდეო ზარის გამოცდილება ყველას გვაქვს: სამსახურში, ოჯახთან ან მეგობრებთან. ალბათ კარანტინის პერიოდში კიდევ უფრო ხშირად გიწევდათ ტექნიკის მეშვეობით საუბარი. ერთ-ერთმა კომპანიამ ეს მეთოდი სახალისო ტესტის შესაქმნელად გამოიყენა.

ასე რომ, დღეს თქვენ მოგიწევთ აღნიშნული ქვიზის შესრულება! ეს არ არის ვიდეო ზარის ჩვეულებრივი სქრინშოტი, აქ არიან ადამიანები და მათ შორის არის ისეთი არსება, რომელიც სავარაუდოდ ზარისთვის არავის დაუპატიჟებია. თუმცა ამ არსების დანახვა მაინც ყველას უხარია, რადგან ეს ლეკვია!

ვთანხმდებით, რომ არ არის მარტივი ამდენ პატარა ილუსტრირებულ ადამიანში პატარა ცხოველის მოძებნა. მინიშნებისთვის გეტყვით, რომ ყვითელი ფერის არსებებს დააკვირდით. თუ მაინც ვერ ნახეთ, გეტყვით, რომ ის ნარინჯისფერ ფონზეა გამოსახული.

მგონი უკვე აღარ გაგიჭირდებათ მოძებნა!

თუ მაინც არ ჩანს ლეკვი, აი ქვემოთ სწორი პასუხიც!

იმედია, მოცემული ტესტი ძალიან რთულიც არ იყო! გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!